გეო.X.5. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება

Directions:გარემო და სოციალური სისტემები
Subject group:Social Sciences
Subject:World Geography

indicators

  • მსოფლიოს მოსახლეობის რასობრივი და ეთნიკური სტრუქტურის გეოგრაფიული თავისებურებების საფუძველზე ქმნის შესაბამის რუკას;
  • სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე აჯგუფებს ძირითად რელიგიებს წარმოშობის დროის, ერთმორწმუნე ქვეყნების რიცხვის და მოსახლეობის რაოდენობის (ხალხმრავლობის) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით (ცხრილი, რუკა და სხვა);
  • სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აჯგუფებს ქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული კატეგორიების (სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობა, ჯანდაცვის და განათლების დონე) მიხედვით; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით;
  • სტატისტიკური ინფორმაციის და შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ადარებს დემოგრაფიული გადასვლის ფაზებს; ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა ფაზაში მყოფ ქვეყნებს;
  • მსჯელობს დემოგრაფიული პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ; ჯგუფური მუშაობისას შეიმუშავებს დემოგრაფიული პოლიტიკის შეფასების კრიტერიუმებს, ადარებს და აანალიზებს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგებს (წარმატებული და წარუმატებელი);
  • აანალიზებს მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზებს და მის რეგიონულ თავისებურებებს; ადარებს მსოფლიოს მოსახლეობის მომავლის სცენარებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით.

resources