გეო.X.2. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით

Directions:გარემო და ეკონომიკა
Subject group:Social Sciences
Subject:World Geography

indicators

  • ჩამოთვლის და აჯგუფებს ქვეყნების განვითარების ხელშემშლელ და ხელშემწყობ (გეოგრაფიული მდებარეობა, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ) ფაქტორებს; აანალიზებს აღნიშნული ფაქტორების გავლენას ქვეყნების განვითარებაზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
  • შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს;
  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთ-სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და აჯგუფებს ცხრილში ქვეყნებს კონტინენტების და განვითარების დონის მიხედვით;
  • ადგენს და ადარებს ერთმანეთს იმ რესურსების ნუსხებს, რომლებიც გამოიყენება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მეურნეობაში; მსჯელობს რესურსებსა და ეკონომიკურ განვითარების დონეს შორის არსებულ კავშირებზე;
  • ადარებს მთლიანი შიდა პროდუქტისა და ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით ქვეყნების მაჩვენებლებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს თითოეული მათგანის სრულყოფილებასა თუ ხარვეზებზე.

resources