ფიზ.VIII.7. (EN)

Grade VIII

მოსწავლეს შეუძლია მარტივი ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა

Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics

indicators

  • ატარებს ცდებს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • ატარებს ცდებს ნივთიერების ელექტროგამტარებლობაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • რაოდენობრივად ახასიათებს დენის ძალის, ძაბვის, წინაღობის დამოკიდებულებას მათ განმსაზღვრელ სიდიდეებთან;
  • აგებს ელექტრულ წრედს გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთებით, იკვლევს რაოდენობრივ კავშირს ელექტრული  წრედის მახასიათებელ პარამეტრებს შორის; 
  • რაოდენობრივად აყალიბებს ომის კანონს წრედის უბნისათვის და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
  • ხსნის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხმარებული ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპს და პოულობს ელექტრობასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზებს;
  • რაოდენობრივად აყალიბებს ჯოულ-ლენცის კანონს და იყენებს მას კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად;
  • ცდების საშუალებით აკვირდება დენის მაგნიტურ მოქმედებას, თვისებრივად აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;
  • აგებს და წარმოადგენს მარტივი ხელსაწყოს მოდელს ელექტრული მაგნიტის გამოყენებით;
  • ავლენს უსაფრთხოების წესების ცოდნას ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარებისას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.

resources