ფიზ.გაძ.XI.3. (EN)
Grade XI
მოსწავლეს შეუძლია მექანიკური რხევებისა და ტალღების დახასიათება
Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)
indicators
- გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მექანიკური რხევების დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს რხევის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
- აანალიზებს რეზონანსის მოვლენას, მოჰყავს ამ მოვლენის ამსახველი ფაქტები ყოფა-ცხოვრებიდან;
- აანალიზებს რხევის მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეებს შორის რაოდენობრივ კავშირს;
- რაოდენობრივად აღწერს ჰარმონიულ რხევებს;
- ახასიათებს განივი და გრძივი ტალღების გავრცელებას;
- ატარებს ცდებს და აკვირდება ბგერის წარმოქმნას და გავრცელებას, მოჰყავს ბგერის წყაროს მაგალითები;
- მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის შესახებ, ადარებს ერთმანეთს და გამოთქვამს არგუმენტირებულ ვარაუდს მათ შორის არსებული განსხვავების მიზეზებზე;
- მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის სიხშირის შესახებ, აანალიზებს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხებით;
- გეგმავს და ატარებს ცდებს მექანიკური ტალღების შესასწავლად (არეკვლა, გარდატეხა, დიფრაქცია, ინტერფერენცია), შედეგებს აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- აკვირდება და რაოდენობრივად აღწერს დოპლერის ეფექტს;
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.