ფიზ.გაძ.VIII.5. (EN)
Grade VIII
მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლების აღწერა
Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)
indicators
- ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
- აღწერს ბრიზის წარმოქმნას და სათბურის ეფექტს;
- ატარებს ცდებს სითბოცვლის პროცესებზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოჰყავს გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობის გამოსათვლელი ფორმულა;
- აანალიზებს დნობა-გამყარების, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, რაოდენობრივად აღწერს მათ;
- მარტივი ცდების საშუალებით აკვირდება და ახასიათებს ზედაპირულ დაჭიმულობას და კაპილარულ მოვლენებს;
- აანალიზებს წვის სითბოს, გამოითვლის მას და იყენებს პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად (მაგ., სხვადასხვა საწვავის გამოყენება მომგებიანობის მხრივ);
- მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს სითბური ძრავების მოქმედების პრინციპს (შიგაწვის ძრავა, ტურბინა);
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.