ფიზ.გაძ.VII.1. (EN)
Grade VII
მოსწავლეს შეუძლია საკითხის ექსპერიმენტული კვლევა
Directions:მეცნიერული კვლევა-ძიება
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)
indicators
- აყალიბებს კვლევის მიზანს;
- როდესაც შესაძლებელია, გამოთქვამს მოსაზრებას/ვარაუდს;
- განსაზღვრავს კვლევის ჩატარების ეტაპებს და პირობებს, საჭიროების შემთხვევაში გამოჰყავს სამუშაო ფორმულა;
- არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
- იყენებს შესაბამის მასალას / აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას;
- იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები ან იყენებს მათ საძებნი სიდიდის საპოვნელად;
- ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
- განიხილავს დაკვირვებისა და გაზომვების დროს გამოვლენილ ანომალიებს და ცდილობს მათ ახსნას.
- სქემატურად წარმოადგენს ექსპერიმენტულ დანადგარს ან მოჰყავს მისი ფოტოსურათი;
- ასახელებს გასაზომ სიდიდეებს;
- გაზომვების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
- საჭიროების შემთხვევაში აგებს გაზომილ სიდიდეებს ან მათ ფუნქციებს შორის დამოკიდებულების გრაფიკს;