ფიზ.გაძ.IX.6. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია სინათლის გავრცელების კვლევა

Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)

indicators

  • ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნას, არეკლას, სრულ არეკვლას, შთანთქმას, გარდატეხას), აანალიზებს ამ მოვლენებს სათანადო ფორმულების გამოყენებით;
  • განიხილავს სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემებში (ბრტყელ-პარალელური ფირფიტა, თხელი ლინზა, სამკუთხა პრიზმა, ბრტყელი სარკე), იყენებს შესაბამის ფორმულებს და აღწერს გამოსახულების მიღებას;
  • მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (მაგ., ლუპა, მიკროსკოპი, ტელესკოპი) მოქმედების პრინციპის შესახებ, აანალიზებს და აკეთებს პრეზენტაციას;
  • გამოსახავს მარტივი სქემის სახით და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის (მაგ., ძუძუმწოვრების და მწერების) თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებებზე;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

resources