ფიზ.გაძ.IX.4. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია სხეულთა მოძრაობის და ურთიერთქმედებების  აღწერა

Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)

indicators

  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა ინერტულობის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები; 
  • ახასიათებს ათვლის ინერციულ სისტემებს და მოჰყავს სათანადო მაგალითები;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს ნიუტონის კანონების მართებულობის შესამოწმებლად, აანალიზებს შედეგებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • აღწერს ნიუტონის კანონების პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს;
  • რაოდენობრივად ახასიათებს ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობას, აკავშირებს სხეულის ფრენის პარამეტრებს საწყის პირობებთან;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულების დინამიკის შესასწავლად (დახრილი სიბრტყე, გადაბმული სხეულები), შედეგებს აანალიზებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • მოჰყავს მსოფლიო მიზიდულობის ძალის გამოვლენის მაგალითები;
  • ადარებს თავისუფალი ვარდნის აჩქარებებს სხვადასხვა ციურ სხეულებზე; 
  • გეგმავს და ატარებს ცდებს იმპულსის მუდმივობის კანონის შესასწავლად, აწარმოებს გაზომვებს და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
  • მოჰყავს იმპულსის მუდმივობის კანონის საილუსტრაციო მაგალითები;
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

resources