ფიზ.გაძ. IX.3. (EN)

Grade IX

მოსწავლეს შეუძლია სხეულთა თანაბარი და არათანაბარი მოძრაობის აღწერა

Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Physics (Intensified Course)

indicators

  • ამოიცნობს მოძრაობის სახეს კოორდინატისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებით და ითვლის მოძრაობის დამახასიათებელ სიდიდეებს;
  • ატარებს გაზომვებს სხეულის საშუალო სიჩქარის გამოსათვლელად, აანალიზებს შედეგებს;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა წრფივ თანაბარაჩქარებულ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
  • აღწერს სხეულის მოძრაობას სხვადასხვა სხეულთა მიმართ, მოჰყავს მოძრაობის ფარდობითობის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
  • გეგმავს და ატარებს ცდებს სხეულთა მრუდწირულ მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აწარმოებს შესაბამის გაზომვებს და აღწერს კავშირს მოძრაობის მახასიათებელ სიდიდეებს შორის;
  • მოიპოვებს ინფორმაციას მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის შესახებ თავისი ღერძისა და მზის გარშემო, ამზადებს რეფერატს;
  • გრაფიკულად წარმოადგენს მოძრაობის დამახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დროზე დამოკიდებულებას (წრფივი თანაბარი და თანაბარაჩქარებული მოძრაობისას);
  • ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს სტანდარტული და არასტანდარტული ამოცანების ამოსახსნელად.

resources