arrow

1. Applying social, ethical and safety practices using ICT and use it with responsibility – digital citizenship

დონე I:

მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს

აცნობიერებს საკუთრების უფლებას მის შექმნილ ციფრულ ნამუშევარზე

დონე II:

მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს

აცნობიერებს საკუთრების უფლებას ციფრულ ნამუშევარზე, იაზრებს მისი გამოყენების სწორ და არასწორ შესაძლებლობებს

დონე III:

მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს

აღიარებს, როდესაც იყენებს სხვის შექმნილ ციფრულ ნამუშევარს/პროდუქტს და ასახელებს წყაროს

დონე IV:

მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

ამოიცნობს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებს

დონე: V

მიღწევადია მეათე კლასის ბოლოს

პრაქტიკაში ავლენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც შესაბამისობაშია ციფრული პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებთან

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე კლასის ბოლოს

ამოიცნობს და აღწერს ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, გაცნობიერებულად იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას

Examples:

  • იცის, რომ მისი შექმნილი ტექსტები, ნახატები, მარტივი მუსიკალურ- რიტმული კომპოზიციები (აუდიო ჩანაწერი), გადაღებული სურათები და ვიდეოები მისი საკუთრებაა

Examples:

  • იყენებს თანაკლასელის ნამუშევარს მხოლოდ მისი ნებართვით
  • აქვეყნებს საკუთარ ნამუშევარს დაცულ გარემოში

Examples:

მაგალითები:

  • ციფრული მასალის გამოყენებისას უთითებს საიდან გადმოწერა ეს მასალა, ითვალისწინებს ავტორის უფლებებს და საჭიროების შემთხვევაში უთითებს ავტორს
  • თავს არიდებს პლაგიატს

Examples:

  • ამოწმებს რომელი ინფორმაციის კოპირება/გაზიარება/რედაქტირებაა ნებადართული და რომლის არა
  • საკუთარ ნამუშევარში/პროდუქტში გამოყენებული მასალების წყაროებს/ავტორებს უთითებს გამოყენებული ლიტერატურის სახით

Examples:

  • საკუთარ ნამუშევარს/პროდუქტს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ანიჭებს საავტორო უფლების დაცვის ნიშანს 

Examples:

  • იცავს სოციალურ და ეთიკურ ნორმებს რესურსების მოძიებისას და გამოყენებისას
  • მსჯელობს, თუ როგორ უშლის ხელს ნამუშევრის (მაგალითად მუსიკალური ნაწარმოები, კინოფილმი) არაკანონიერად გავრცელება მის ავტორს სათანადო ჰონორარის მიღებაში
  • ესმის რას ნიშნავს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის ერთობლივად ფლობის ნებართვა

დონე I:

მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს

იყენებს ისტ-ს კლასში პერსონალური მონაცემების გაზიარებისას და კომუნიკაციისას, ახდენს მარტივი სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას

დონე II:

მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს

მიყვება საკლასო ინსტრუქციებს და ახდენს სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას ისტ-ით ნაცნობ საზოგადოებასთან პერსონალური მონაცემების გაზიარებისას და კომუნიკაციისას

დონე III:

მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს

მიყვება სტანდარტულ ინსტრუქციებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად  და ახდენს შესაბამისი მარტივი სოციალური ნორმების ცოდნის დემონსტრირებას, ისტ-ით უცნობ საზოგადოებასთან კომუნიკაციისას

დონე IV:

მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

ამოიცნობს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებს

დონე: V

მიღწევადია მეათე კლასის ბოლოს

პრაქტიკაში ავლენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც შესაბამისობაშია ციფრული პროდუქტების საკუთრებისა და გამოყენების სამართლებრივ ვალდებულებებთან

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე კლასის ბოლოს

ამოიცნობს და აღწერს ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს, გაცნობიერებულად იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას

Examples:

  • აკეთებს ციფრულ ვიდეო ჩანაწერს, იღებს სურათებს საკუთარი ოჯახის შესახებ და უზიარებს მხოლოდ ნაცნობ აუდიტორიას

Examples:

  • ტექსტურ შეტყობინებებს, სურათებს უგზავნის თანაკლასელებს (მაგალითად კლასის მართვის პროგრამით)

Examples:

  • აზიარებს პირად ფოტოებს მხოლოდ შესაფერის გარემოში
  • შეტყობინებების გამოქვეყნებისას იყენებს თავაზიან, მაგრამ ობიექტურ ენას
  • მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში, თუ რატომ არ შეიძლება პერსონალური მონაცემების  გასაჯაროება.
  • შეუძლია ჩამოთვალოს კიბერ ძალადობის ფორმები
  • იყენებს პერსონალური მონაცემების  დაცვის ხერხებს და იცავს მათი გამოყენების წესებს (მაგალითად პაროლებს ინახავს საიდუმლოდ)

Examples:

  • ამოწმებს რომელი ინფორმაციის კოპირება/გაზიარება/რედაქტირებაა ნებადართული და რომლის არა
  • საკუთარ ნამუშევარში/პროდუქტში გამოყენებული მასალების წყაროებს/ავტორებს უთითებს გამოყენებული ლიტერატურის სახით

Examples:

  • საკუთარ ნამუშევარს/პროდუქტს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ანიჭებს საავტორო უფლების დაცვის ნიშანს 

Examples:

  • იცავს სოციალურ და ეთიკურ ნორმებს რესურსების მოძიებისას და გამოყენებისას
  • მსჯელობს, თუ როგორ უშლის ხელს ნამუშევრის (მაგალითად მუსიკალური ნაწარმოები, კინოფილმი) არაკანონიერად გავრცელება მის ავტორს სათანადო ჰონორარის მიღებაში
  • ესმის რას ნიშნავს ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის ერთობლივად ფლობის ნებართვა

დონე I:

მიღწევადია მეორე კლასის ბოლოს

იცის როგორ გამოიყენება ისტ-ი სკოლასა და სახლში

დონე II:

მიღწევადია მეოთხე კლასის ბოლოს

აცნობიერებს ისტ-ის ღირებულებასა და როლს სკოლასა და სახლში

დონე III:

მიღწევადია მეექვსე კლასის ბოლოს

ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის მრავალმხრივი გამოყენების მიმართ სკოლაში, სახლსა და თემში

დონე IV:

მიღწევადია მერვე კლასის ბოლოს

აცნობიერებს ისტ-ის გამოყენებას ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მის პოზიტიურ და ნეგატიურ ზემოქმედებას ცხოვრებაზე

დონე: V

მიღწევადია მეათე კლასის ბოლოს

განმარტავს ისტ-ის გამოყენების სარგებელს და რისკებს სახლსა და სამუშაო გარემოში

დონე: VI

მიღწევადია მეთორმეტე კლასის ბოლოს

აფასებს ისტ-ის გავლენას მთლიანად საზოგადოებაზე. ფიქრობს მის როლზე და დანიშნულებაზე მომავალში

Examples:

  • თამაშობს საგანმანათლებლო თამაშებს, ათვალიერებს სურათებს, უყურებს ვიდეოებს, ანიმაციურ ფილმებს და ა.შ.
  • ეცნობა და ასრულებს დავალებებს ელექტრონულ ფორმატში

Examples:

  • კითხულობს ელექტრონულ წიგნებს
  • აკვირდება რეალურ მოვლენებს სიმულაციების გამოყენებით
  • აფასებს ისტ-ს როგორც ინფორმაციის მოძიების სწრაფ საშუალებას

Examples:

  • იყენებს ისტ-ს ცოდნის გაღრმავებისა და სიახლეების მოძიების მიზნით
  • იყენებს ისტ-ს კომუნიკაციის მიზნით
  • იაზრებს ისტ-ის გამოყენების შესაძლებლობებს საყოფაცხოვრებო ამოცანების გადაწყვეტისას
  • რეალურ დროში აკვირდება სხვადასხვა მოვლენას, შეიცნობს სამყაროს ვირტუალური ტურების საშუალებით

Examples:

  • გაიაზრებს და ასაბუთებს ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებს: ყოველდღიურ ცხოვრებაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, ხელოვნებასა და კულტურაში, მეწარმეობასა და ბიზნესში და ა.შ. მაგალითად ?????
  • კამათობს არსებული და მომავლის ტექნოლოგიების გავლენაზე, როგორც კონკრეტულ ინდივიდზე, ისე საზოგადოებაზე და ზოგადად მსოფლიოს ხალხებზე (კაცობრიობაზე)

Examples:

  • განმარტავს, რომ VoIP (Voice Over Internet Protocol) ტექნოლოგია ხალხს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს
  • ზოგიერთი ადამიანის სამუშაო მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლა კომპიუტერმა
  • მსჯელობს თუ რამდენად უწყობს ხელს პროცესების ავტომატიზაცია წარმოების პროდუქტიულობის გაზრდაზე

Examples:

  • აცნობიერებს, რომ ისტ-ის საშუალებით შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფრო მეტად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
  • აანალიზებს შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს არსებულ და მომავლის ტექნოლოგიურ რესურსებზე და აფასებს მათ პოტენციალს პერსონალური, სოციალური, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და კარიერული საჭიროებებისთვის
  • გაიაზრებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლმხედველობრივ და ეკონო­მიკურ ასპექტებს

2. An effective Use of ICT

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული მოწყობილობის დანიშნულებას და ახდენს მათი უსაფრთხოდ გამოყენების დემონსტრირებას

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის დანიშნულებას, ასახელებს მათ ფუნქციებს და იყენებს უსაფრთხოდ.

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ამოიცნობს, ადარებს და აჯგუფებს ციფრულ მოწყობილობებს. 

 

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ირჩევს და უსაფრთხოდ იყენებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას ამოცანების გადასაწყვეტად.

დონე X

მიღწევადია X კლასის ბოლოს

დამოუკიდებლად ირჩევს და უსაფრთხოდ იყენებს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას მათი ფუნქციების გათვალისწინებით. ამოიცნობს და ადარებს სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის ერთიდაიგივე დანიშნულების კომპონენტებს

დონე VI კლასის ბოლოს

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად ზუსტად შეარჩევს შესაბამის ციფრულ მოწყობილობას და იყენებს უსაფრთხოდ

Examples:

  • ამოიცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრულ მოწყობილობას მაგალითად: სამაგიდო კომპიუტერი, ნოუთბუქი, კლავიატურა, მაუსი, ყურსასმენი, მიკროფონი და ა.შ.
  • უსაფრთხოების წესების დაცვით წყვეტს მარტივ ამოცანებს (მაგალითად: ნეტბუქის ელექტროენერგიით დამუხტვა, კომპიუტერის ჩართვა/ გამორთვა, გადატვირთვა, ყურსასმენების მიერთება კომპიუტერზე და ა.შ.)
  • ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობისას პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მიმართავს სხვას (მასწავლებელს, მშობელს) დასახმარებლად
  • იცის, რომ ციფრული მოწყობილობების გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე (იწვევს თვალის, მაჯისა და კიდურის არეში დაძაბულობას, ტკივილს კისრისა და ზურგის არეში, და სხვ.)

Examples:

  • იყენებს ციფრულ კამერას სურათის გადასაღებად ან ვიდეოს ჩასასწერად
  • ამოიცნობს და ასახელებს ციფრულ მოწყობილობებს: მაუსი, სკანერი, პრინტერი, პროექტორი და ა.შ., საუბრობს მათ გამოყენებაზე ინფორმაციის, დასასკანერებლად, ამოსაბეჭდად ა.შ.
  • იცის ფლეშ მეხსიერების, კომპაქტური დისკის, მყარი დისკის, როგორც ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობის არსებობის შესახებ

Examples:

  • ესმის ინფორმაციის შემტან-გამომტანი, დამმუშავებელი და შემნახველი მოწყობილობების მნიშვნელობა და როლი
  • კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს (სწორად იყენებს მაუსსა და კლავიატურას, იცავს კომპიუტერთან ჯდომის წესებს და ა.შ.)
  • ადარებს ერთმანეთს ლოკალურ და გლობალური ქსელს, იცის მათი მუშაობის პრინციპები
  • სწორად მოიხმარს ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებს (მყარი დისკი, კომპაქტ დისკი, ფლეშ მეხსიერება), პროექტორს, პრინტერს, სკანერს და ა.შ. აფასებს მათ შესაძლებლობებს და მსჯელობს ამ შესაძლებლობების შესახებ
  • მსჯელობს სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას ან მის კომპონენტებს შორის მონაცემთა მიღება-გადაცემის ფუნქციების და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ

Examples:

  • ციფრულ მოწყობილობებთან მუშაობისას ცდილობს დამოუკიდებლად გადაჭრას წარმოქმნილი პრობლემა, საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სხვას (მასწავლებელს, მშობელს) დასახმარებლად
  • კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე სხვადასხვა ციფრულ მოწყობილობას შორის  აკეთებს არჩევანს (მაგ., ვებ კამერის გამოყენება ჯობია თუ ციფრული ვიდეო კამერის)

Examples:

  • ადარებს კომპიუტერის, მობილურის და პლანშეტური მოწყობილობების სხვადასხვა კომპონენტის მახასიათებლებს (ეკრანის პარამეტრები, პროცესორის სწაფქმედება, მეხსიერების ზომა და ა.შ.)
  • ამოიცნობს და ადარებს ქსელური სისტემების ტექნიკურ მახასიათებლებს, იცის სერვერი-კლიენტ ქსელის მუშაობის პრინციპები

Examples:

  • დიაგნოსტირებას უკეთებს ციფრული მოწყობილობების ტექნიკურ მახასიათებლებს, ცვლის პარამეტრების კონფიგურაციას ამოცანის გადაწყვეტისას მათი ფუნქციონირების ოპტიმიზაციისთვის
  • აკეთებს არჩევანს ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობებისა და ღრუბლოვანი გამოთვლითი ტექნოლოგიების გამოყენებას შორის

დონე I:

მიღწევადია II კლასის ბოლოს

იცის ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულება, ფლობს მასთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულებას. მათთან მუშაობისას იყენებს ძირითად ბრძანებებს და ფუნქციებს

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

აცნობიერებს ზოგიერთი გამოყენებითი პროგრამის დანიშნულებას და იყენებს მათ

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ამოცანიდან გამომდინარე ირჩევს და იყენებს შესაბამის გამოყენებით პროგარამებს, ცვლის სხვადასხვა ციფრული მოწყობილობის პარამეტრებს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ამოცანიდან გამომდინარე იყენებს როგორც გამოყენებით პროგრამებს, ისე ღრუბლოვან გამოთვლით სისტემებს

დონე VI კლასის ბოლოს

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ამოცანის გადაწყვეტისას ირჩევს ოპტიმალურ გზას, უსაფრთხოდ იყენებს გამოყენებით და სისტემურ პროგრამებს, ღრუბლოვან გამოთვლით სისტემებს და ა.შ.

Examples:

  • ამოიცნობს ზოგიერთ პროგრამას (ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი და ა.შ.) და განასხვავებს მათ დანიშნულებას
  • ასრულებს მოქმედებებს ფანჯრებზე, ხსნის/ხურავს პროგრამებს და ირჩევს ბრძანებებს სხვადასხვა მოქმედების შესასრულებლად
  • ახდენს საგანმანათლებლო თამაშებში ნავიგაციის უნარის დემონსტრირებას

Examples:

  • ახდენს ვირტუალურ გარემოში (მაგ.: ელექტრონული წიგნები, სიმულაციური პროგრამები და ვებ საიტები) ნავიგაციის უნარის დემონსტრირებას
  • ირჩევს და იყენებს სხვადასხვა თამაშს/სიმულაციას: აკვირდება, აგროვებს, აწესრიგებს და აანალიზებს მონაცემებს.
  • საუბრობს ზოგიერთი პროგრამის დანიშნულებაზე და იყენებს მათ ნახატის შესაქმნელად, ტექსტის დასაწერად და გასაფორმებლად, აუდიო/ვიდეო ინფორმაციის ჩასაწერად და ა.შ.

Examples:

  • შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს. ტექსტის დასამუშავებლად იყენებს ტექსტურ რედაქტორს, გრაფიკულ რედაქტორს ნახატის შესაქმნელად, საპრეზენტაციო პროგრამას საპრეზენტაციო ფაილის შესაქმნელად, ელექტრონულ ცხრილებს დინამიური ცხრილის შესაქმნელად და ა.შ.
  • აცნობიერებს ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის კავშირს
  • იაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის დანიშნულებას და სტრუქტურას

Examples:

  • ცვლის ციფრული კამერის, პრინტერის, სკანერის, პროექტორის, მონიტორის დაა.შ. პარამეტრებს
  • ამოიცნობს სხვადასხვა პროგრამის გამოყენებისას დაშვებულ ტიპურ შეცდომებს
  • იყენებს მარტივი დიაგნოსტირების მეთოდებს პრაქტიკაში ხშირად წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად

Examples:

  • ირჩევს ელექტრონული ცხრილების პროგრამას სასწავლო პროექტის ბიუჯეტის მოდელის შესაქმნელად
  • დამოუკიდებლად შეიმუშავებს სტრატეგიებს პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად
  • ფაილების შენახვისას ითვალისწინებს სხვადასხვა სისტემასთან თავსებადობას
  • ესმის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების დანიშნულება

Examples:

  • ვებ საიტის/ბლოგის შესაქმნელად კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე აკეთებს სწორ არჩევანს პროგრამებსა და ონლაინ ინსტრუმენტებს შორის
  • დასახული მიზნის მისაღწევად ახდენს ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ცოდნის დემონსტრირებას, მათ ფუნქციონირებაში და პროცესებში ცვლილებების შეტანის კუთხით
  • სწორად შეარჩევს და იყენებს კომპიუტერის მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტირების/ტესტირების, დრაივერის პროგრამებს
  • იყენებს ციფრული ინსტრუმენტს ციფრული ინფორმაციის სასურველ ფორმატში გარდასაქმნელად

დონე I

მიღწევადია II კლასის ბოლოს

ინახავს და პოულობს ციფრულ ინფორმაციას სხვისი დახმარებით

დონე II

მიღწევადია IV კლასის ბოლოს

ინახავს და პოულობს ციფრულ ინფორმაციას დამოუკიდებლად, ინფორმაციის შესანახად იყენებს სისტემურ საქაღალდეებს

დონე III

მიღწევადია VI კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა მატარებელზე

დონე IV

მიღწევადია VIII კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმატში, იყენებს სხვადასხვა ხერხს

დონე V

მიღწევადია X კლასის ბოლოს

ორგანიზებულად ინახავს ციფრულ ინფორმაციას მომხმარებელთა ჯგუფებისთვის, სხვადასხვა სისტემების გამოყენებით

დონე VI

მიღწევადია XII კლასის ბოლოს

ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ინახავს/აზიარებს ციფრულ ინფორმაციას სხვადასხვა სისტემისა და მეთოდის გამოყენებით

Examples:

  • ინფორმაციის შესანახად იყენებს Save ბრძანებას
  • პოულობს საკუთარ ნამუშევარს მასწავლებლის დახმარებით და ხსნის

Examples:

  • შექმნილ/მოძიებული ინფორმაციის შენახვისას ირჩევს სისტემურ საქაღალდეს (დოკუმენტების, სურათების, აუდიო/ვიდეოების) და ფაილს არქმევს სახელს
  • იყენებს ფაილის შენახვის და გახსნის სტანდარტულ ბრძანებებს Save, Save as, Open

Examples:

  • ახდენს ფაილებისა და საქაღალდეების ლოგიკურ ორგანიზებას მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით
  • მონაცემთა და ციფრული მასალის შენახვისას ადარებს და აფასებს სხვადასხვა მოწყობილობას ან/და საცავს (მყარი დისკი, ფლეშ მეხსიერება, კომპაქტური დისკი და ა.შ.). მსჯელობს ერთი მათგანის უპირატესობის შესახებ მეორესთან შედარებით
  • ახდენს მონაცემების დაარქივებას, მონაცემთა ოპტიმალურად შენახვისა და დაზიანებული მონაცემების სწრაფად და მარტივად აღდგენის მიზნით
  • განასხვავებს ფაილების ტიპებს და აცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატის არსებობას
  • აცნობიერებს ციფრულ მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქიას (მაგალითად: ფაილი, საქაღალდე) და ეფექტიანად იყენებს ამ სტრუქტურას (მაგალითად: ფაილებს აჯგუფებს საქაღალდეებში, საქაღალდეებს აჯგუფებს ქვესაქაღალ­დეებად); გააზრებულად არქმევს სახელწოდებებს სტრუქტურის ელემენტებს

Examples:

  • ციფრული ინფორმაციის დასამახსოვრებლად იყენებს სანიშნეებს (favorites, bookmarks), საკვანძო სიტყვებს (tags)
  • ფაილებს ინახავს სხვადასხვა ფორმატში
  • აარქივებს მონაცემებს, იცავს პაროლის გამოყენებით
  • მსჯელობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატს შორის განსხვავებაზე და მონაცემთა შენახვისას შეარჩევს შესაფერის ფორმატს (მაგალითად: გრაფიკული მასალის შენახვისას: JPG, GIF, BMP; ტექსტური მასალის შენახვისას: ჩვეულებრივი ტექსტი, RTF, ფორმატირებული დოკუმენტი)

Examples:

  • ქმნის და სხვებს უზიარებს ფაილებსა და საქაღალდეებს ლოკალურ ქსელში
  • ინახავს და აზიარებს ინფორმაციას ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების გამოყენებით
  • აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა ონლაინ სივრცეში (ვებ საიტებზე, პორტალებზე, ფაილურ საცავებზე, ვიკი საიტებზე)

Examples:

  • ქმნის შეზღუდვებს ონლაინ გარემოში მონაცემების გაზიარებისას (აზიარებს მხოლოდ წაკითხვის, კომენტირების და ა.შ. რეჟიმში)
  • აზიარებს/აქვეყნებს ონლაინ რესურსს ვებზე ინტეგრირებული გაზიარების ინსტრუმენტების გამოყენებით (ვიდეო საცავიდან რესურსს აზიარებს სოციალურ ქსელში, ბლოგზე და ა.შ.)

3. New Product Development

4. Communication and Collaboration

5. Gathering Information and Conducting Research