ბუნ.VII.9. (EN)
Grade VII
მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ მსჯელობა
Directions:ფიზიკური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science
indicators
- ჩამოთვლის მოძრაობის მაგალითებს, რომლებიც გამოწვეულია სხეულზე უშუალო (მაგ., მოქაჩვა ან ბიძგი) და არაუშუალო (მაგ., დედამიწის მიზიდულობა, მაგნიტების ურთიერთქმედება) მოქმედებით;
- ჩამოთვლის სხეულებს შორის ურთიერთქმედების დამადასტურებელ მაგალითებს;
- განმარტავს ვექტორს და ვექტორულ ფიზიკურ სიდიდეს. ძალების მაგალითზე განიხილავს ერთი წრფის გასწვრივ მიმართული ვექტორების შეკრებას;
- ჩამოთვლის ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე;
- ატარებს ცდებს სხვადასხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მასზე მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები);
- ატარებს ცდებს, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები და რაოდენობრივად აყალიბებს ჰუკის კანონს;
- ცდების საშუალებით აკვირდება სხეულთა ტივტივს, ცურვას, ჩაძირვას. შედეგებს აანალიზებს და რაოდენობრივად აყალიბებს არქიმედეს კანონს;
- ზომავს სხეულების მოცულობასა და სიმკვრივეს არქიმედეს კანონის გამოყენებით;
- აკავშირებს ამომგდები და წინააღმდეგობის ძალების მოქმედებას ორგანიზმების ცურვასთან;
- კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად (მაგ., ხახუნის ძალის გაზრდა ან შემცირება, ამომგდები ძალის შეცვლა) ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს;
- ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.