ბუნ.VII.7. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე

Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science

indicators

  • წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას, მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით. ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს,  აკეთებს პრეზენტაციას;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ერთი და იმავე სახეობის ინდივიდებში ამა თუ იმ ორგანოს ვარიაციაზე (მაგ., მცენარის ფოთლის სიგრძე ან სიგანე, ნაყოფის მასა),  ადარებს მათ ერთმანეთს და მსჯელობს ვარიაციების მრავალფეროვნებაზე;
  • ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;
  • მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებში დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვ, ფიჭვ, ცაცხვ - მცენარეთა სამეფო, შესაბამისად შიშველ ან ფარულთესლოვნი);
  • ბუნებაში გასვლისას ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო  ლიტერატურის დახმარებით;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და  აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს, ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი);
  • მსჯელობს ადამიანებისათვის მიკროორგანიზმების  დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე  (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოება და მათი გაფუჭება/ლპობა, წყლის დაბინძურება და გასუფთავება, კომპოსტის წარმოქმნა, დაავადების გამოწვევა).

resources

Black Sea Box