ბუნ.VII.6. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ცხოველთა და მცენარეთა სასიცოცხლო ციკლი და დაასაბუთოს გამრავლების ბიოლოგიური მნიშვნელობა

Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science

indicators

  • ამოიცნობს (მიკროსკოპულ პრეპარატში, პოსტერზე ან ელექტრონულ ფორმატზე) და აღწერს ცხოველებისა და მცენარეების სასქესო უჯრედებს;
  • აგროვებს ინფორმაციას მცენარის,  ცხოველის უსქესო და    სქესობრივი გამრავლების  მრავალფეროვნების  შესახებ; ადარებს ერთმანეთს გამრავლების ფორმებს (მაგ., ვეგეტატიური, თესლით, დაკვირტვით, ზოოსპორებით);
  • ადარებს ერთმანეთს სქესობრივი გამრავლების ფორმებს (მაგ., გამრავლება კვერცხით - ქვეწარმავალი, ფრინველი; ცოცხალმშობიარობით - ძუძუმწოვრები),  მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები;
  • მსჯელობს  გამრავლების გზით ორგანიზმების მიერ თავისივე მსგავსის წარმოქმნის ბიოლოგიურ  მნიშვნელობაზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას და ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობას და ეტაპებს (მაგ., ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეები, მწერები, ამფიბიები);
  • მოჰყავს ზოგიერთი ინდივიდის სასიცოცხლო ციკლის გარემოსთან შეგუების მაგალითები (მაგ., კვერცხისმდებელი და ”ცოცხალმშობიარე”  ქვეწარმავალი).

resources