ბუნ.VII.5. (EN)
Grade VII
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის აგებულებისა და განვითარების ერთეულზე
Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science
indicators
- მსჯელობს უჯრედზე, როგორც ორგანიზმის სტრუქტურულ, ფუნქციურ და განვითარების ელემენტარულ ერთეულზე;
- მოიპოვებს ინფორმაციას ილუსტრაციებიდან უჯრედის ფორმის მრავალფეროვნების შესახებ (ერთ- და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში) და აკავშირებს უჯრედის ფორმას მის ფუნქციასთან;
- ამზადებს დროებით პრეპარატს, იყენებს სინათლის მიკროსკოპს სხვადასხვა დაკვირვებისათვის, შედეგებს წარმოადგენს ნახატის და/ან მოდელის სახით, აფასებს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებს;
- მიკროსკოპულ პრეპარატში ან მის ელექტრონულ ფორმატზე ამოიცნობს და ითვლის უჯრედის სხვადასხვა სტრუქტურას (მაგ., ბირთვების, ბირთვაკების, ქლოროპლასტების რაოდენობას), შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით;
- ილუსტრაციებზე ან ელექტრონულ ფორმატზე განარჩევს პროკარიოტულ და ეუკარიოტულ (მცენარეული, ცხოველური, სოკოს) უჯრედებს, ასახელებს მათ მსგავს და განმასხვავებელ სტრუქტურებს, შედეგებს გამოსახავს ვენის დიაგრამის საშუალებით;
- ილუსტრაციაზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციას;
- სხვადასხვა საშუალებით (მაგ., სქემა) გამოსახავს სიცოცხლის ორგანიზაციის დონეებს (უჯრედი, ქსოვილი, ორგანო, ორგანიზმი) და მსჯელობს მათ შესახებ.
resources

Activities