ბუნ.VII.2. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა

Directions:მეცნიერული კვლევა-ძიება
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science

indicators

  • იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
  • აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს მონაცემების სათანადო სიზუსტით  რეგისტრირებისთვის (მაგ.,  ცვლადების მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
  • იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

resources

Black Sea Box
  • აიღეთ ცოტაოდენი წყალი შავი ზღვიდან. აწონეთ ელექტროსასწორზე და ნახეთ რამდენი ლიტრია. პასუხი ჩაიწერეთ. თუ ელექტროსასწორი არ გაქვთ, გამოიყენეთ საწყაო. 
  • წყალი ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ცეცხლზე შემოდგით.
  • წყლის ადუღებასთან ერთად მარილი ჭურჭლის ფსკერზე დაილექება.
  • როცა წყალი სრულიად აორთქლდება, ჭურჭელში მხოლოდ მარილი დარჩება.
  • დალექილი მარილი აწონეთ ან აწყავით და ეცადეთ, მისი რაოდენობა განსაზღვროთ.
  • იგივე ცდა ჩაატარეთ მტკნარი წყლით და თქვენს მიერვე მომზადებული მარილწყლით.
  • იმავე ცდის ჩატარება შეგიძლიათ შავი ზღვის ორი, ერთმანეთისგან დაშორებული წერტილიდან აღებული წყლით.
  • მოსწავლეების თანდასწრებით მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეთ და იმსჯელეთ.