ბუნ.VII.13. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა

Directions:ქიმიური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science

indicators

  • ატარებს ცდებს და განასხვავებს ნივთიერებებს წყალში ხსნადობის მიხედვით;
  • განსაზღვრავს ზოგიერთი ნარევის კომპონენტებს, (მაგ., ზღვის წყალი შედგება  წყლისაგან, რომელშიც გახსნილია  მარილი და სხვა მყარი ნივთიერება);
  • აღწერს ნარევისგან კომპონენტების გამოყოფის რომელიმე ხერხს (მაგ., დისტილირება, აორთქლება/კონდენსირება,  ქრომატოგრაფია). ჩამოთვლის წყლის ბუნებრივი გაფილტვრის მაგალითებს;
  • აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი წყლის დაბინძურების შედეგების შესახებ, გამოთქვამს ვარაუდს წყლის დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
  • ჩამოთვლის ხსნარების მაგალითებს და მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში;
  • ცდების საფუძველზე ადგენს, რომ ხსნარის მასა გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერებების მასების ჯამის ტოლია (მაგ., თუ 5 გ მარილს გახსნიან 200გ წყალში, მიღებული ხსნარის მასა იქნება 205 გ);
  • განასხვავებს და ამზადებს უჯერ და ნაჯერ ხსნარებს;
  • გეგმავს, ატარებს ცდას და ადგენს ნივთიერებათა გახსნის პროცესზე მოქმედ ფაქტორებს (მაგ., ტემპერატურა, გამხსნელისა და გახსნილი ნივთიერების რაობა და მასა, ნაწილაკთა ზომა, მორევა). შედეგებს წარმოადგენს ცხრილის სახით.

resources

Black Sea Box
  • აიღეთ ცოტაოდენი წყალი შავი ზღვიდან. აწონეთ ელექტროსასწორზე და ნახეთ რამდენი ლიტრია. პასუხი ჩაიწერეთ. თუ ელექტროსასწორი არ გაქვთ, გამოიყენეთ საწყაო. 
  • წყალი ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ცეცხლზე შემოდგით.
  • წყლის ადუღებასთან ერთად მარილი ჭურჭლის ფსკერზე დაილექება.
  • როცა წყალი სრულიად აორთქლდება, ჭურჭელში მხოლოდ მარილი დარჩება.
  • დალექილი მარილი აწონეთ ან აწყავით და ეცადეთ, მისი რაოდენობა განსაზღვროთ.
  • იგივე ცდა ჩაატარეთ მტკნარი წყლით და თქვენს მიერვე მომზადებული მარილწყლით.
  • იმავე ცდის ჩატარება შეგიძლიათ შავი ზღვის ორი, ერთმანეთისგან დაშორებული წერტილიდან აღებული წყლით.
  • მოსწავლეების თანდასწრებით მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეთ და იმსჯელეთ.