ბუნ.VII.11. (EN)

Grade VII

მოსწავლეს შეუძლია  მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა

Directions:ქიმიური მოვლენები
Subject group:Natural Sciences
Subject:Fundamentals of Natural Science

indicators

  • ცდის პროცესში აკვირდება ფიზიკური და ქიმიური მოვლენების გარეგნულ ნიშნებს, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით და მსჯელობს მათ (ფიზიკურ და ქიმიურ მოვლენებს) შორის განსხვავების შესახებ;
  • ცდების საფუძველზე მსჯელობს ფიზიკური მოვლენების (მაგ., ნივთიერებათა წყალში გახსნა, ფორმის შეცვლა, აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა) დროს მასის უცვლელობის შესახებ. გამოიტანს სათანადო დასკვნას;
  • ატარებს ცდებს ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, ფორმის შეცვლა, ნივთიერების გახსნა, აირის გამოყოფა, ფერის შეცვლა) გამოსაკვლევად და მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება);
  • ატარებს ცდებს და აკვირდება   ქიმიური რეაქციების შედეგად ახალი ნივთიერებების წარმოქმნას;
  • იკვლევს მჟავათა მონაწილეობით მიმდინარე მარტივ რეაქციებს, რომელთა ერთ-ერთი პროდუქტი გაზია;
  • ჩამოთვლის  წვისა და ჟანგვის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და მსჯელობს მათ ხელშემწყობ ფაქტორებზე; იკვლევს ჰაერის როლს სანთლის წვის პროცესში;
  • აღწერს წვას, როგორც ქიმიურ რეაქციას, რომელშიც მონაწილეობს გაზი, ჰაერი ან ჟანგბადი და მიიღება  წყალი და ნახშირორჟანგი;
  •  ატარებს და აღწერს \"ცისარტყელას რეაქციას\" (სარეცხი სოდის, ნატრიუმის კარბონატის ხსნარზე მარილმჟავასა და უნივერსალური ინდიკატორის მოქმედება);
  • იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას,  ჩამოთვლის და აღწერს ფიზიკური და ქიმიური მოვლენების მაგალითებს,  ქიმიურ მოვლენებს გამოსახავს სქემატურად/სიტყვიერად (მაგ., ნახშირბადი + ჟანგბადი = ნახშირორჟანგი);
  • იცავს ქიმიური ნივთიერებების განთავსების, მათთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს, ამოიცნობს გამაფრთხილებელ ნიშნებს (მაგ., ადვილად აალებადი, ფეთქებადი, რადიოაქტიური) ქიმიური რეაქტივის ჭურჭლის ეტიკეტზე.

resources