ბუნ.II.2. (EN)
Grade II
მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება
Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Natural Sciences
indicators
- ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების (მაგ., წყალი, საკვები, საბინადრო გარემო) გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ., რა დაემართება ქოთნის მცენარეს თუ იშვიათად მოვრწყავთ? რა დაემართება ზაზუნას თუ შევუმცირებთ საკვებს?) და ეძებს პასუხებს;
- მოიპოვებს მასალას ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ (მაგ., ტანსაცმლის დაპატარავება, სხვადასხვა ასაკში გადაღებული ფოტოსურათები, სარძევე კბილების მოცვლა);
- აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის სიმაღლის მატება), წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
- ადარებს ერთმანეთს ზრდასრულ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, აღწერს ზრდის პროცესში მომხდარ ცვლილებებს (მაგ., ზომის, ფერის ან საფარველის ცვლილება).