ბიოლ.X.9. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის

Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Biology

indicators

  • აანალიზებს წყლის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში;
  • იკვლევს გარემო პირობების ზემოქმედებით  წყლის ტრანსპორტირების ინტენსივობის ცვლილებებს მცენარეებში;
  • ახასიათებს სისხლის მიმოქცევის სისტემის 4 ძირითად კომპონენტს (არე - სისხლი, გამტარი მილები - სისხლძარღვები, ტუმბო - გული, მიმოცვლის უშუალო სეგმენტი - კაპილარები) და თითოეულის მნიშვნელობას  ნივთიერებათა ტრანსპორტის პროცესში;
  • ილუსტრაციის გამოყენებით აღწერს სისხლის წითელი უჯრედის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (მაგ., ერთი ერითროციტის მოძრაობა აორტიდან  მარცხენა პარკუჭამდე);
  • ქმნის ანტიგენისა და ანტისხეულის ურთიერთქმედების მოდელს და მსჯელობს ამ ურთიერთქმედების მნიშვნელობაზე;
  • განასხვავებს სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. ზომავს სისხლის წნევას. მსჯელობს გულის მუშაობასა და სისხლის წნევას შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებაზე.
  • აღწერს ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ გულისა და სისხლის წნევის რეგულირების პროცესს;
  • აანალიზებს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების ზეგავლენის შემცირების მნიშვნელობას;
  • ახასიათებს ზოგიერთ გულ-სისხლძარღვოვან  პათოლოგიას (მაგ., ათეროსკლეროზი, გულის მანკი,   გულის კუნთის ინფარქტი).

resources