ბიოლ.X.12. (EN)

Grade X

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა გარემოს მიმართ ორგანიზმების მოძრაობის ადაპტაციურ თავისებურებებზე

Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Biology

indicators

  • მსჯელობს ჩონჩხისა და კუნთების დანიშნულებაზე ორგანიზმისათვის (მაგ., საყრდენ-მამოძრავებელი, დამცველობითი);
  • მოდელებზე ამოიცნობს ადამიანის ძვლებსა და კუნთებს  და საუბრობს მათ ფუნქციაზე;
  • ექსპერიმენტის საშუალებით ადგენს ძვლისათვის ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მნიშვნელობას;
  • განასხვავებს ადამიანის ჩონჩხში არსებული სხვადასხვა ტიპის ძვალთა შეერთებებს, აღწერს მათ თავისებურებებს, მსჯელობს  დამატებითი სტრუქტურების (იოგის, მყესის, ხრტილის) მნიშვნელობაზე ნორმალური მოძრაობისათვის, მოჰყავს მოძრავი შეერთების ანალოგიები ტექნიკურ კონსტრუქციებში;
  • საუბრობს კუნთის შეკუმშვის მექანიზმზე, ქმნის მოდელს ანტაგონისტი კუნთების მუშაობის პრინციპის (მაგ., ორთავა და სამთავა კუნთები) სადემონსტრაციოდ;
  • მსჯელობს ფრინველთა ჩონჩხის ფრენასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე (მაგ., ღრუიანი, მსუბუქი ძვლები, სხეულის ფორმა, დაბალანსებული წონა);
  • მსჯელობს წყალში მობინადრე ცხოველების ცურვასთან დაკავშირებულ სტრუქტურულ თავისებურებებზე (მაგ., სხეულის ფორმა, ფარფლები);
  • მსჯელობს მცენარეთა მოძრაობის სხვადასხვა ფორმებზე (მაგ., ფოტოტროპიზმი,  გეოტროპიზმი).

resources