ბიოლ.IX.7. (EN)
Grade IX
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს
Directions:ცოცხალი სამყარო
Subject group:Natural Sciences
Subject:Biology
indicators
- მოიპოვებს ინფორმაციას ევოლუციური შეხედულების ჩამოყალიბების შესახებ; განასხვავებს ლამარკისა და დარვინის მიერ მოწოდებულ შეხედულებებს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების შესახებ;
- მსჯელობს დარვინისა და უოლესის მიერ გამოვლენილ მთავარ ევოლუციურ ფაქტორზე (ბუნებრივი გადარჩევა) და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს მის მოქმედებას;
- ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ და ხელოვნურ გადარჩევას და სათანადო მაგალითებით ასაბუთებს თავის შეხედულებას;
- ახასიათებს არსებობისათვის ბრძოლის ფორმებს;
- ატარებს ცდას ან აკვირდება არსებობისათვის ბრძოლის მიმდინარეობას ზრდის/განვითარების მაგალითზე მცენარის (მაგ., ორ ქოთანში ეულად და მჭიდროდ აღმოცენებული მცენარე; ტყეში არაერთგვაროვნად განვითარებული ასაკოვანი ხემცენარეები). მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ფოტომასალა);
- მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს ევოლუციის საბოლოო შედეგზე (შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოშობა) და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., ცხრილი, დიაგრამა, ვიდეომასალა).
resources

Activities

Black Sea Box