არჩ.მეწ. X/XI/XII.6. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია  დაასაბუთს ვაჭრობის მნიშვნელობა ეკონომიკური კეთილდღეობისათვის.

Directions:სამეწარმეო საქმიანობა
Subject group:Elective Courses
Subject:Fundamentals of Business

indicators

  • ირჩევს რომელიმე საქონელს ან მომსახურებას, რომელსაც მოიხმარს და ასახელებს მის ღირებულებას; მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაიანგარიშებს ამ საქონ­ლის ან მომსახურების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუკი მას თავად აწარმოებდა და ადარებს შეძენის ღირებულებას; ამ ანალიზის საფუძველზე მსჯელობს ადამიანე­ბისთვის ვაჭრობის მნიშვნელობაზე;
  • მოიპოვებს ინფორმაციას საკუთარ დასახლებაში არსებული სხვადასხვა რესურსების შესახებ, აანალიზებს მას და ადგენს იქ წარმოებული ან საწარმოებელი საქონლისა თუ მომსახურების ნუსხას; თანაკლასელებს უზიარებს საკუთარ მოსაზრებას მათი ად­გილზე ან სხვაგან გაცვლის გზებზე და ასაბუთებს ამ მოქმედებების ხელსაყრელობას; ისმენს თანაკლასელთა შენიშვნებს და ითვალისწინებს მათი დასახლების ექსპორტ-იმპორტის ცხრილის შედგენისას;
  • ჩამოთვლის ფულის თვისებებსა და ფუნქციებს; აკავშირებს მათ ეკონომიკური საქმი­ანობის სხვადასხვა სახეებთან;
  • განიხილავს და ადარებს ორგვარ გაცვლას - ბარტერს და ფულის გამოყენებით ვაჭრობას; მსჯელობს ორივე ვარიანტის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე;
  • გამოავლენს ისეთი სავაჭრო ბარიერების ლიკვიდაციის სარგებელს, როგორიცაა კვოტები შაქარზე და ავტომობილზე;
  • სწავლობს ისეთ ისტორიულ მაგალითებს, როდესაც საქართველოში საჭირო გახდა სავაჭრო ბარიერის შემოღება და თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთსარგებლიანობის გათვალისწინებით ხსნის მის მიზეზებს;
  • აანალიზებს კონკრეტული საქონლის იმპორტის აკრძალვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს.

resources