არჩ.მეწ. X/XI/XII.2. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია შრომის როლსა და მნიშვნელობ ანალიზი ინდივიდისოჯახისქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით.

Directions:ინიციატივა და ინოვაცია
Subject group:Elective Courses
Subject:Fundamentals of Business

indicators

  • განსაზღვრავს შრომას, როგორც მოვალეობას და როგორც  მოთხოვნილებას;
  • მსჯელობს ურთიერთკავშირებზე: შრომა - ეკონომიკა; შრომა - მოთხოვნილებები; შრომა - სამუშაო ძალა;
  • მსჯელობს საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესში ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების, როგორც ერთ-ერთი მძლავრი სტიმულის მნიშვნელობაზე; 
  • აფასებს ურთიერთკავშირს: შრომა -↔ ხელფასი და მსჯელობს ხელფასზე, როგორც შრომითი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულზე;
  • საკუთარი გამოცდილების ან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ახასიათებს პრესტიჟული და არაპრესტიჟული შრომის მაგალითებს; ასაბუთებს ზოგადად შრომის, როგორც ადამიანთა უდიდესი მონაპოვარის, მნიშვნელობას;
  • ჩამოთვლის შრომის ნაყოფიერებაზე მოქმედ ფაქტორებს და კონკრეტულ მაგალითზე სახავს  ნაყოფიერების ამაღლების გზებს;
  • მსჯელობს საოჯახო შრომის, საოჯახო ეკონომიკის მნიშვნელობაზე ინდივიდის, ოჯახის და ქვეყნის კეთილდღეობისათვის; მონაწილეობს საოჯახო შრომაში;
  • ასაბუთებს, რომ შესაძლებელია ადამიანების რეაქციის განსაზღვრა სტიმულებზე. 
  • აანალიზებს ხელფასს, როგორც შრომის საფასურს, რომელიც განისაზღვრება შრომის მიწოდებითა და მასზე მოთხოვნით;
  • თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს იღებენ ბაზრის იმიტაციაში დამსაქმებლის ან დაქირავებულის როლში, სადაც:  განიხილავენ სხვადასხვა მწარმოებლობის მქონე მუშაკების სიას და მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომელი \"დაიქირაონ\" და რომელი არა; განსაზღვრავენ სახელფასო განაკვეთებს;
  • ხსნის, რატომ არის ნაყოფიერი მუშაკი უფრო ფასეული საწარმოსთვის და რატომ აქვს მას, როგორც წესი, მაღალი ხელფასი. 

resources