Environment and Sustainable Development

Print

არჩ.გეოეკ.გარ.მართვა.X/XI/XII.1. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლე განსაზღვრავს გეოგრაფიული კვლევის მნიშვნელობას ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებისა და  მდგრადი განვითარების მიღწევაში და მოჰყავს  შესაბამისი მაგალითები. 

Directions:გარემო და მდგრადი განვითარება
Subject group:Elective Courses
Subject:Environment and Sustainable Development

indicators

  • განმარტავს მდგრად განვითარებას, გარემოს მართვასა და მასთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს, ერთმანეთისაგან ანსხვავებს ტერმინებს ეკოლოგიასა და გეოეკოლოგიას;
  • ინტერნეტისა და სხვა წყაროების გამოყენებით მოიპოვებს ინფორმაციას მძლავრი ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, პირობითი ნიშნების გამოყენებით გამოსახავს მათ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით (მაგ., ეკონომიკური ზარალის, მსხვერპლის, ზემოქმედების არეალის, გარემოს ცვლილების ხარისხის მიხედვით);
  • ცხრილის ან ბარათების საშუალებით აჯგუფებს გლობალურ პრობლემებს ცალკეული ქვეყნის/რეგიონის/ლოკალური გარემოს მიხედვით და ახარისხებს მათ პრიორიტეტულობის შესაბამისად;
  • აღწერს და რუკაზე დააქვს გარემოს ცვლილების „ცხელი წერტილები“, ასახელებს მათ გამომწვევ მიზეზებს და ადარებს ერთმანეთს;
  • წარმოადგენს პრეზენტაციას გარემოს ანთროპოგენური ნეგატიური ცვლილებების გავლენაზე ცოცხალ ორგანიზმებსა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე;
  • მსჯელობს გარემოსდაცვითი ძირითადი პრინციპების შესახებ (მაგ., ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, რისკის შემცირების, ნარჩენების მინიმალიზაციის, „ფასიანი ბუნებათსარგებლობის“, „დამბინძურებელი იხდის“).

resources