Environment and Sustainable Development

Print

არჩ.გარ.მდგრ.გან.X/XI/XII.5. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის გზებსა და პრინციპებზე, ასევე ძირითად მიმართულებებზე (მდგრადი ეკონომიკა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უსაფრთხოება, მდგრადი ტურიზმი, ენერგოეფექტურობა  და ა.შ.).

 

Directions:გარემო და მდგრადი განვითარება
Subject group:Elective Courses
Subject:Environment and Sustainable Development

indicators

  • განმარტავს მდგრადი ეკონომიკის არსს, მოჰყავს არამდგრადი და მდგრადი ეკონომიკის  მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან; განმარტავს მდგრადი სოფლის მეურნეობისა და მდგრადი ტურიზმის ძირითად პრინციპებს; შეუძლია დაასახელოს საქართველოში არსებული ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მაგალითები; აკეთებს არამდგრადი და მდგრადი სოფლის მეურნეობის/ტურიზმის შედარებით ანალიზს და ამზადებს პრეზენტაციას;
  • აკეთებს მიმდინარე ან წარსულში განხორციელებული ენერგეტიკული, სასოფლო–სამეურნეო თუ სხვა დარგის პროექტების ანალიზს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე (ჭაობების დაშრობა, დიდი ჰიდროელექტროსადგურები და ა.შ.);  ამზადებს პრეზენტაციას;
  • მსჯელობს სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე (სურსათის წარმოებასა და განაწილებაში არსებული წინააღმდეგობები, ჩრდილოეთი–სამხრეთის პრობლემა, ტექნოლოგიების ნაკლებობა განვითარებად ქვეყნებში, სურსათის ხარისხი);
  • მსჯელობს ენერგიის განახლებადი (აღდგენადი) წყაროების და მათი დანერგვის შესაძლებლობების შესახებ; ამზადებს პრეზენტაციას ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების მარტივი კონსტრუქციების შესახებ;
  • იცნობს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და მოჰყავს სათანადო მაგალითები;  კონკრეტული მაგალითებისა და გამოთვლების საშუალებით აჩვენებს დათბუნებისა და ენერგიის დაზოგვის უპირატესობებს;
  • საკუთარი სახლის ან სკოლისათვის ამუშავებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და/ან ენერგოდაზოგვის გეგმას და ამზადებს სათანადო რეკომენდაციებს;  ამზადებს მცირე პროექტს ამ მიმართულებით.

resources