არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.6. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია  საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებაზე  სახელმწიფო პოლიტიკის გავლენის ანალიზი

Directions:თვითმმართველობა და მმართველობა
Subject group:Elective Courses
Subject:Economics and State

indicators

  • ხსნის, რატომ იყენებს სახელმწიფო  გადასახადების მოკრეფის შედეგად მიღებულ თანხას ეროვნული უსაფრთხოების, დაწყებითი განათლების, გზების მშენებლობის და სხვათა დაფინანსებისთვის და რატომ იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს დახმარების (მხოლოდ კერძო სექტორის დახმარებით) გარეშე ამ სფეროების განვითარება; 
  • ასაბუთებს, რომ ხშირად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დანახარჯები სარგებელს აჭარბებს, რასაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე  მოქმედი სტიმულები, დაინტერესებულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც ძვირი უჯდება საზოგადოებას ან ეკონომიკური ეფექტიანობისაგან განსხვავებული სხვა მიზნები;
  • აანალიზებს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შესაძლოა ისეთი პოლიტიკის გატარების სტიმულები ამოძრავებდეთ, რომლის დანახარჯები მრავალ ადამიანზე ნაწილდება, ხოლო სარგებელს პოლიტიკური ძალაუფლების მქონე მცირე ჯგუფი იღებს;
  • აანალიზებს, რატომ  უჭერენ ხშირად მხარს დაინტერესებული ჯგუფები ფასების კონტროლის პოლიტიკას, რომელიც ამცირებს წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას, რის შედეგადაც მომხმარებელი ვერ იღებს ზოგ ისეთ საქონელსა და მომსახურებას, რომლის მნიშვნელობა აჭარბებს მისი წარმოების დანახარჯებს. 

resources