არჩ.ეკონ.სახ. XI/XII.1. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობების ანალიზი

Directions:პიროვნული განვითარება
Subject group:Elective Courses
Subject:Economics and State

indicators

  • ჩამოთვლის საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ეკონომიკურ აქტივობებს და გა­მოყოფს ისეთებს, სადაც სახელმწიფო მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილე­ბებს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება;
  • ჩამოთვლის ეკონომიკურ სისტემებს (მაგ: მბრძანებლური, თავისუფალი, შერეული) და მსჯელობს თითოეულის შესაბამისობაზე ადამიანის ეკონომიკურ უფლებებთან; ირჩევს, მისი აზრით, ყველაზე მისაღებს და ასაბუთებს არჩევანს;
  • ახასიათებს საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს (მაგ: კერძო საკუთრება, პი­რადი მოტივაცია, არჩევანისა და საქმიანობის თავისუფლება, ბაზრებისა და ფასების სისტემა და ა.შ.); მსჯელობს საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონების შე­საბამისობაზე საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში ატარებს მცირე გამო­კითხვას გადასახადების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გამოსავლენად (მაგ: რამდენად აუცილებელია, რეალურია, მიზნობრივად და ეფექტურად გამოიყენე­ბა და ა.შ.); მიღებული შედეგებისა და სკოლაში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წერს თემას – \"გადასახადების როლი ქვეყნის განვითარებაში\";
  • ჩამოთვლის სიღარიბის მიზეზებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში; ადარებს მათ და აყალიბებს მოსაზრებას მისი დაძლევის შესახებ;
  • ირჩევს რომელიმე საქმიანობას და თანაკლასელებთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას მისი წარმატებით განხორციელების ეკონომიკურ პირობებზე (მაგ: სამართლებრივი ვალდებულებები, ბაზრის მდგომარეობა, რესურსები და ა.შ.); ანალიზის საფუძველზე ადგენს მარტივ სამოქმედო გეგმას და წარუდგენს თანაკლასელებს. 

resources