არჩ. ფოლკ. X/XI/XII. 5. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ტექსტების გაანალიზება მათი სპეციფიკის გათვალისწინებით.

Directions:ფოლკლორის ჟანრები
Subject group:Elective Courses
Subject:Folklore and Mythology

indicators

  • ამოიცნობს ფოლკლორულ ჟანრებს (ზღაპარს, პოეტურ ეპოსს, პროზაულ ეპოსს, ლექსს...) მათი სპეციფიკური ნიშნების მიხედვით, მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;
  • გაიაზრებს ფოლკლორული ჟანრების სიღრმისეულ კავშირს ყოფასთან და მსჯელობს მასზე;
  • ერთმანეთს უდარებს ფოლკლორულ და ლიტერატურულ ჟანრებს და მსჯელობს მათ შორის მსგავსებასა და პრინციპულ განსხვავებებზე;
  • ერთმანეთს უდარებს ერთი და იმავე თემის და/ან იდეის შემცველ ფოლკლორულ ნაწარმოებებს, გამოავლენს მათ შორის მსგავსება-განსხვავებას მიზანდასახულებისა და ინტერპრეტაციის თვალსაზრისით;
  • ერთმანეთისგან განასხვავებს ზღაპრის, საგმირო ლექსისა და ეპოსის გმირების ხასიათს;
  • მონაწილეობას ღებულობს რომელიმე ფოლკლორული ნაწარმოების   (მაგ., \"შიოლა და მთრეხელის\") შესახებ გამართულ დისკუსიაში და იცავს რომელიმე პერსონაჟის (მაგ., შიოლას, მთრეხელის) პოზიციას;
  • მსჯელობს სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული ნაწარმოების (საგმირო ბალადის, ეპოსის...) კომპოზიციურ თავისებურებებზე მათი სტრუქტურული ელემენტების გათვალისწინებით; 
  • ამოიცნობს ნაწარმოების მთავარ იდეას;
  • ახდენს იდენტიფიკაციას ნაწარმოების მთავარ იდეასა და მთავარ გმირს შორის;
  • აკვირდება მთქმელის ჩანართებს და მათი საშუალებით ამოიცნობს მის  დამოკიდებულებას ტექსტში აღწერილი მოვლენების მიმართ;
  • დაადგენს  ხალხის ფასეულობათა სისტემას სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორული (მაგ. საგმირო სიმღერა-ბალადა, სატრფიალო ბალადა, ხმით ნატირალი, ეპოსი) ტექსტების საფუძველზე;
  • მსჯელობს ტრადიციისა და იმპროვიზაციის წილის შესახებ სხვადასხვა ჟანრის ფოლკლორულ ნაწარმოებებში (მაგ., ხმით ნატირლებში).

resources