Western Literature of XIX-XX Centuries

Print

არჩ. დას. X/XI/XII. 8. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია ქართული ლიტერატურული  ტექსტების გააზრება XIX-XX სს. დასავლური ლიტერატურის კონტექსტში.  

Directions:XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა ქართულ ლიტერატურაში
Subject group:Elective Courses
Subject:Western Literature of XIX-XX Centuries

indicators

  • მსჯელობს XIX-XX საუკუნეების საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე კონკრეტულ ტექსტებზე დაყრდნობით (მაგ., აანალიზებს ე. ჰემინგუეის \"განუყრელი დღესასწაულის\" ფრაგმენტს/ფრაგმენტებსა და გრ. რობაქიძის \"ფალესტრას\" და მსჯელობს მოდერნისტული იდეებისა და  ესთეტიკის შესახებ; აგრეთვე ამ ტექსტებში ასახული სალიტერატურო-ბოჰემური ცხოვრების შესახებ);
  • ერთმანეთს უდარებს XIX-XX საუკუნეების  ქართული და დასავლური ლიტერატურის ტექსტებს; მსჯელობისას ითვალისწინებს XIX-XX საუკუნეების  საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სოციალურ, კულტურულ, სხვ. რეალიებს;
  • განიხილავს XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიტერატურულ პარადიგმებს დასავლური ლიტერატურული პარადიგმების ფონზე (მაგ., აკვირდება კლასიკური ტექსტების არატრადიციულ წაკითხვას დასავლურ და ქართულ პოსტმოდერნიზმში  და ამ თვალსაზრისით განიხილავს ხ. ლ. ბორხესის \"იგავს სერვანტესსა და დონ კიხოტზე\" და აკა მორჩილაძის \"წიგნს\"). 

resources