Western Literature of XIX-XX Centuries

Print

არჩ. დას. X/XI/XII. 6. (EN)

Grade X , Grade XI , Grade XII

მოსწავლეს შეუძლია ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურული  პარადიგმების ამოცნობა და მათზე მსჯელობა. 

Directions:XIX-XX საუკუნეების დასავლური ლიტერატურა ქართულ ლიტერატურაში
Subject group:Elective Courses
Subject:Western Literature of XIX-XX Centuries

indicators

  • აკვირდება და ამოიცნობს ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში XIX-XX საუკუნეების დასავლეთის ქვეყნების ძირითად ლიტერატურულ პარადიგმებს, თემებს/მოტივებს (მაგ., \"აკრძალული ცოდნის” ლიტერატურული მოტივის გასააზრებლად ერთმანეთს უდარებს გოეთეს \"ფაუსტის\" I ნაწილსა და ვაჟა-ფშაველას \"გველისმჭამელს”);
  • შედარებითი ანალიზის საფუძველზე,  ერთი ლიტერატურული პარადიგმის ფარგლებში, გამოკვეთს მსგავსება-განსხვავებას დასავლურ და ქართულ ლიტერატურულ ტექსტებს შორის (მაგალითად, ევროპული და ქართული რომანტიზმის მსგავსება-განსხვავების მიზნით ერთმანეთს უდარებს ა. მიცკევიჩის \"ფარისსა” და ნ. ბარათაშვილის \"მერანს”);  
  • მსჯელობს, ერთი ლიტერატურული პარადიგმის ფარგლებში, რა სოციალური, კულტურული, ისტორიული თუ სხვა მიზეზები  განაპირობებს განსხვავებას ქართულ და დასავლურ ტექსტებს შორის (მაგ., ამ მიზნით ერთმანეთს უდარებს რეალიზმის პარადიგმაში შექმნილ ისეთ ნაწამოებებს, როგორებიცაა ონორე დე ბალზაკის \"გობსეკი” და ლავრენტი არდაზიანის \"სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”). 

resources