ზღვა (EN)

ტიპური აქტივობები 

1. აქტივობა I. "ზღვა"

გუნდური სამუშაო (2 გაკვეთილი)

მოსწავლეები საღებავში დასველებული ღრუბლით, მთლიან ფორმატზე ფუნჯებით ამზადებენ ზღვის ფონს. საღებავებით, ფლომასტერებით და პასტელით ხატავენ ზღვის მცენარეებს, ნიჟარებს. (თითო ფორმატი 4 მოსწავლეზე). შემდეგ ამზადებენ თევზებს – ფურცელს შეღებავენ სხვადასხვა ფერებით მთლიანად, უსისტემოდ, მოკეცავენ შუაზე, (შეღებილი მხარე გარეთ), დახატავენ სხვადასხვა ფორმის თევზებს, გამოჭრიან ორმაგად მოკეცილ ფურცელს, (რათა ერთი გამოჭრით ორი თევზი მიიღონ) და გამოჭრილ თევზებს დააწებებენ წინასწარ მომზადებულ და გამშრალ ფორმატზე. ყოველი 4 კაციანი ჯგუფის ფორმატი ერთმანეთზე უკნიდან სკოტჩით უნდა გადაწებდეს და გაკეთდეს ერთიანი პანო.

კავშირი ..III.6.

   

რესურსები

1.I. პასტელი, გუაში, აკვარელი, ფლომასტერები, ფუნჯი, ღრუბელი, წებო, მაკრატელი, სქელი ძაფი, სახატავი ფურცლები, დიდი ფორმატი, სკოტჩი.

 

 

1. აქტივობა II. "ცა"

მოსწავლეები საღებავებით (ზოგი - ფუნჯით, ზოგი - ღრუბლით) ერთად ხატავენ ცას ლურჯი და თეთრი საღებავებით (ერთმანეთში სხვადასხვა დოზით ურევენ თეთრ და ლურჯ საღებავს, შეიძლება ზოგმა  არც აურიოს და პირდაპირ სუფთა ფერი იხმაროს). როდესაც ფორმატი მთლიანად დაიფარება და ფონი მზად იქნება, მოსწავლეები პასტელით და ფლომასტერებით ხატავენ ყველაფერს, რაც შეიძლება ცაში იყოს – ჩიტებს, თვითმფრინავებს, ფრანებს, საჰაერო ბუშტებს, ურჩხულებს, მწერებს და სხვ.

კავშირიაქტივობა ..III.6.

   

რესურსები

1.II. მთლიანი ფორმატი, გუაში, პასტელი, ფლომასტერები, ფუნჯი, ღრუბელი.