ვმუშაობთ სინონიმებზე. (EN)

WordSection1">

აქტივობის  შესახებ

აქტივობის  ჩასატარებლად  მოსწავლეებმა  უნდა გამოიყენონ ქართულ სინონიმთა ლექსიკონი და ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (და/ან ლექსიკონი, რომელიც ერთვის მოსწავლის სახელმძღვანელოს). ეს აქტივობა კომპლექსურია და ფარავს სტანდარტის სამივე მიმართულებას (ზეპირმეტყველებას, კითხვას და წერას).

 

აქტივობის მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ცალკეული ლექსიკური ერთეულის კონტექსტში გაანალიზების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 ჯგუფური.

 

რესურები

რვეულები, კალმები, დაფა, ცარცი/მარკერი, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი/მოსწავლის სახელმძღვანელოს ლექსიკონი.


აქტივობის აღწერა

სამუშაო ტექსტიდან მასწავლებელი შეარჩევს გარკვეულ სიტყვებს (სასურველია, შეირჩეს 4-5 სინონიმის მქონე სიტყვები), კლასს დაყოფს ჯგუფებად და დაურიგებს მათ ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილს, რომელსაც გამოსახავს დაფაზეც.

შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს აქტივობის არსსა და ცხრილის შევსების წესს (სასურველია, მოდელის მისაცემად მასწავლებელმა დაფაზე დახაზული ცხრილი ახსნის დროს შეავსოს ერთი მონაცემით). მოსწავლეებს დაევალებათ, ”ქართულ სინონიმთა ლექსიკონის” გამოყენებით მოძებნონ შერჩეული სიტყვების სინონიმები (თითოეული ჯგუფი მუშაობს ერთ ცალკეულ სიტყვაზე).

მოსწავლეები მოძებნიან ტექსტიდან შერჩეული ერთი რომელიმე სიტყვის სინონიმებს ”ქართულ სინონიმთა ლექსიკონში” და შეუდგებიან მოძებნილი სინონიმების მნიშვნელობის დაზუსტებას, რისთვისაც იყენებენ ”ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს”.

სინონიმების  მნიშვნელობის  დაზუსტების შემდეგ  ჯგუფის წევრები  ფიქრობენ  და მსჯელობენ იმაზე, რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ამოსავალი სიტყვა ტექსტში; ამ სიტყვის სინონიმებიდან რომელი შეძლებს მის მეტნაკლებად სრულფასოვან ჩანაცვლებას ტექსტში.  ამ მიზნით მოსწავლეებმა მოძებნილი სინონიმები რიგრიგობით უნდა ”ჩასვან” ტექსტში ამოსავალი სიტყვის ნაცვლად და დააკვირდნენ, ხომ არ შეიტანს ეს  ჩანაცვლება ტექსტში რაიმე ცვლილებას (ახალი სემანტიკური ნიუანსი, სტილისტური ”შეუთავსებლობა” სამუშაო ტექსტთან, მისთ.). ამ მუშაობის შედეგად მოსწავლეები დაადგენენ და ორ ჯგუფად დაახარისხებენ მოძიებულ სინონიმებს: 1. სინონიმები, რომლებიც არ შეცვლიან ტექსტს ან შეიტანენ ტექსტში უმნიშვნელო ცვლილებას (სემანტიკის და/ან სტილის თვალსაზრისით); 2. სინონიმები, რომლებიც შეცვლიან/მნიშვნელოვნად შეცვლიან დასამუშავებელ ტექსტს (სემანტიკის, სტილის, ჟანრის, სხვ. თვალსაზრისით). ბოლოს, მოსწავლეები ჩამოწერენ ტექსტისეული წინადადების ვარიანტებს, რომლებშიც ამოსავალი სიტყვა ჩანაცვლებული იქნება მოსწავლეების მიერ შერჩეული სინონიმებით.

ჩატარებული ანალიზის საფუძველზე მოსწავლეები შეავსებენ მასწავლებლის მიერ მომზადებულ ცხრილებს: პირველ მწკრივში იწერება შერჩეული სიტყვა, მეორე მწკრივში - ტექსტისეული წინადადება; მესამე მწკრივში იწერება ორ ჯგუფად განაწილებული სინონიმები, მეოთხე მწკრივში იწერება ტექსტისეული წინადადების ვარიანტები შერჩეული სინონიმებით (ცხრილის შევსების ნიმუში იხ. ქვემოთ). სასურველია, მოსწავლეებმა წერილობითი სახით წარმოადგინონ კომენტარებიც, სადაც ახსნილი იქნება, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ნიმუში ¹1.

შერჩეული სიტყვა

WordSection1">


კომენტარი

სიტყვა ”მშვენიერის” ნაცვლად ვერ ჩავსვამთ ”წუნდაუდებელს” – იგი შინაარსობრივად არ შეესაბამება ტექსტს. 


შერჩეული სიტყვა ცხენი

WordSection2" style="text-align: justify;">

მენტარი

სიტყვა ”ცხენის” ნაცვლად ვერ ჩავსვამთ:

1-2. ”ულაყს” ან ”ფაშატს” - მეფის მხლებლებს, ალბათ, ორივე სქესის ცხენები ჰყავდათ (აზრობრივად შეუთავსებელია),

2. ”ჰუნეს” - ეს ძველი ქართული სიტყვაა, მეფე ერეკლე მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა, იაკობ გოგებაშვილი - მე-19 საუკუნეში. ძველი ქართული სიტყვა ტექსტიდან ”ამოვარდნილია” (სტილისტურად შეუთავსებელია)/ვარიანტი: შეიძლება მოსწავლეებმა ყურადღება მიაქციონ ნართანიანი მრავლობითის ფორმას ”მხლებელნი” და ამ ფაქტზე დაყრდნობით დაასკვნან, რომ  ”ჰუნეს” გამოყენება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში (თუკი მოსწავლეები ყურადღებას მიაქცევენ ძვ. ქართ. მრავლობითის ფორმას) მოსწავლეების პასუხი მართებულად უნდა ჩაითვალოს.

3. ”რაშს” - ზღაპრული ცხენია, აქ კი ისტორიული ამბავია აღწერილი (ჟანრობრივად

შეუთავსებელია),

4. ”ბედაურს” - ტექსტში ნათქვამია, რომ ბედაურზე იჯდა მეფე. მეფეს ალბათ, საუკეთესო, ყველასგან გამორჩეული ცხენი ჰყავდა, მის მხლებლებს მეფისნაირი ცხენები არ ეყოლებოდათ (აზრობრივად შეუთავსებელია),


დასკვნა

ერთადერთი სინონიმი, რომლითაც შეიძლება შეიცვალოს სიტყვა, არის ”ტაიჭი” (იხ. პირველი მნიშვნელობა) - მეფის მხლებლებს კარგი ცხენები ეყოლებოდათ.


შეფასება

 აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ლექსიკონზე მუშაობა;
  • ტექსტის გაანალიზება და მისი ენობრივი, სტილისტური, ჟანრული მახასიათებლების განსაზღვრა;
  • ცალკეული სიტყვის კონტექსტთან დაკავშირება და გააზრება სემანტიკური, სტილისტური, ჟანრული, სხვ. მახასიათებლების გათვალისწინებით;
  • კონტექსტის ადეკვატური ლექსიკური ერთეულის შერჩევა;
  • საკუთარი აზრის/თვალსაზრისის დასაბუთება;
  • თანამშრომლობა.

 

მეთოდური მითითებები

იმ შემთხვევაში, თუ ამოსავალ სიტყვას მრავალი სინონიმი აქვს, მასწავლებლის შერჩევით, დამუშავდება სინონიმების ნაწილი (დასამუშავებელი ერთეულების რაოდენობა 4-5-ს არ უნდა აღემატებოდეს).

აქტივობის ჩატარება შესაძლებელია აგრეთვე მხოლოდ განმარტებითი ლექსიკონის გამოყენებით. ამ შემთხვევაში მოსწავლეები იმუშავებენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სინონიმებზე (ამ სინონიმებს მასწავლებელი წინასწარ შეარჩევს).