უსწავლელი ბავშვის ნაწერი. (EN)

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება ენობრივ-გრამატიკული ნორმებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების, ანალიზისა და შეფასების უნარების გამომუშავებას.


აქტივობის  მიზნები

  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • ანალიზისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.


აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური/წყვილური.


რესურსები

საწერი კალამი,  მოსწავლეებისათვის დამზადებული ტექსტები, ნაწერი შეცდომებით.


აქტივობის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებზე/ფურცლებზე დაწერილ ტექსტს, დაწერილს „უსწავლელი ბავშვის“ მიერ. ნაწერში დაშვებული უნდა იყოს ისეთი შეცდომები, რომლებიც ტიპურია მოცემული ასაკობრივი ჯგუფისათვის.

შემდეგ  მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს,  დაეხმარონ  ”უსწავლელ  მოსწავლეს” და გაუსწორონ მას შეცდომები. მოსწავლეები ასწორებენ „უსწავლელი ბავშვის“ ნაწერს (შესაძლებელია, მასწავლებელმა ამ აქტივობისათვის დააწყვილოს მოსწავლეები. ამ შემ- თხვევაში მეწყვილეები ერთ ტექსტზე იმუშავებენ).

ნაწერის გასწორების შემდეგ მოსწავლეები ზეპირად ჩამოთვლიან მიკვლეულ შეცდომებს; იმსჯელებენ, თუ როგორ შეასწორეს შეცდომები.


აქტივობის ხანლივობა

12-15 წუთი.


შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს;

  • ნაწერში ტიპური  შეცდომის აღმოჩენა და ჩასწორება;
  • სხვისი ნაწერის შეფასება;
  • ენობრივ-გრამატიკული  ნორმების,  გრამატიკული  ელემენტების  მართებულად გამოყენება;
  • საკუთარი თვალსაზრისის გამოთქმა;
  • თანამშრომლობა.