წაკითხული/მოსმენილი ტექსტით აღძრული შთაბეჭდილებების ვიზუალურად გამოხატვა (EN)
აქტივობის აღწერა
- წაკითხული ტექსტის ილუსტრირებას;
- თანაკლასელის მიერ შექმნილ ილუსტრაციაში/ნახატში პერსონაჟის, ეპიზოდის და სხვა ინფორმაციის ამოცნობას;
- აპლიკაციების, კოლაჟების შექმნას;
- წიგნის შექმნას მის მიერ შერჩეული ნაწარმოებებისგან;
- სხვ.
რეკომენდაციები მასწავლებლებს
მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, რომ მან არა მხოლოდ ვერბალური, არამედ სხვა, ალტერნატიული საშუალებებითაც შეძლოს ინფორმაციის გადმოცემა, ასევე საკუთარი დამოკიდებულებებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება წაკითხულის შესახებ. პირველკლასელი მოსწავლეებისთვის ასეთი საშუალებებია ხატვა (მაგ., ილუსტრაციების შექმნა/დასურათება) და ნაკეთობების (მაგ., კოლაჟების, აპლიკაციების, პატარა ქანდაკებების ა.შ.) შექმნა. მომდევნო კლასებში მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ წაკითხული ტექსტთან დაკავშირებით შექმნან სხვადასხვა სახის ვიდეო და აუდიომასალა (მაგ. სარეკლამო რგოლები, კლიპები, მუსიკალური ნაწარმოებები და ა.შ.), დაამზადონ პლაკატები, გადმოსცენ ტექსტში მოწოდებული ინფორმაცია ცხრილების, სქემების, დიაგრამების, რუკების და სხვა სახით, მოამზადონ და დადგან წარმოდგენები (მინი-სპექტაკლები, პანტომიმა და ა.შ), შექმნან დეკორაციები და ა.შ. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს წაკითხული ტექსტის საფუძვლიანად გაგებასა და გააზრებას. ამასთანავე, წაახალისებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს და გააღვივებს მათ თვითრწმენას.