თეატრალური კოსტუმებისა და დეკორაციების დეტალების ხატვა (EN)

ტიპური აქტივობები 

7. აქტივობა I. იხ. აქტივობა: ს.გ.V.5. – 2.III.

 

7. აქტივობა II. კლოუნის ქუდი

მოსწავლემ 1/4 ვატმანის ქაღალდი ისე უნდა დაახვიოს, რომ გამოვიდეს კონუსი. კონუსს დახვევის შემდეგ ცალი გვერდი უფრო გრძელი ექნება. მოსწავლეები ერთმანეთის დახმარებით, სკოტჩით შიგნიდან და გარედან დაამაგრებენ შეერთების ადგილებს. ერთი მოსწავლე მოსაზომებლად დაიხურავს ქუდს თავზე, მეორე მოსწავლე ფანქრით ან ფლომასტერით მონიშნავს, თუ სად უნდა გადაიჭრას კონუსი. შემდეგ მეორე მოსწავლე მოიზომებს თავის ქუდს და პირველი მოუნიშნავს მოსაჭრელ ხაზს. ქუდებს მოაჭრიან ზედმეტ ბოლოებს და დაამაგრებენ მათ სტეპლერით ან სკოტჩით. ასევე  სტეპლერით დაამაგრებენ შესაკრავ ლენტებს ან რეზინს. გამზადებულ ქუდს შეღებავენ გუაშის ან აკრილის საღებავებით და გაალამაზებენ ნებისმიერი, მოსწავლეებისთვის სასურველი მასალით.*

 

რესურსები

7.II. ვატმანის ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სტეპლერი, სკოტჩი, ლენტი ან რეზინი ქუდის თავზე დასამაგრებლად, საღებავები, ფერადი ქსოვილის ნაჭრები, ფოლგა ან სხვა რაიმე ბრჭყვიალა ქაღალდი, სხვადასხვა მოსართავები – ნაძვის ხის წვიმა, მძივები, პომპონები ან პლასტმასის (ნაძვის ხის, პინგ- პონგის) ბურთები.

  

შენიშვნა

7.II. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. მართალია, ყოველი მათგანი საკუთარ ქუდს აკეთებს, მაგრამ ეს სამუშაო მაინც მოითხოვს ერთმანეთის დახმარებას – მოსწავლეები ერთმანეთს უნდა დაეხმაროან არა მარტო ქუდის მოზომებისას, არამედ ქუდის დაწებების დროსაც.

*ქუდს გარედან შეიძლება დაეწებოს ჭრელი ლენტები, ნაჭრები, ბრჭყვიალა ქაღალდებისგან გამოჭრილი ვარსკვლავები, წვიმა, პომპონები ან ძაფზე აკინძული და გაფერადებული პინგ-პონგის ბურთები.