სხვადასხვა სახის პრაგმატული ტექსტების სტრუქტურული მახასიათებლების ამოცნობა და შესაბამისი ინფორმაციის მოძიება. (EN)
აქტივობის აღწერა
- საკვანძო სიტყვების მეშვეობით სხვადასხვა სახის ტექსტების ამოცნობას;
- ტექსტის სტრუქტურაზე და ფორმალურ ნიშნებზე დაკვირვებას;
- ტექსტში ორიენტირებას და ინფორმაციის მოპოვებას;
- ტექსტიდან ინფორმაციის ამოკრებას და დახარისხებას;
- სხვ
რეკომენდაციები მასწავლებლებს
იმისათვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს არამხატვრული ტექსტების წაკითხვისა და გაგების უნარი, შეძლოს ამ უნარის გამოყენება სასწავლო თუ სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ამ ტიპის ტექსტების მახასიათებლების შესახებ. ამის მისაღწევად კი ფაქტებისა და ინფორმაციის გაგებასთან ერთად, მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ტიპის არამხატვრული ტექსტების სტრუქტურული თავისებურებების, მისი ვერბალური და ვიზუალური მაორგანიზებელი ელემენტების ამოცნობა და ინტერპრეტირება. მოცემულ ეტაპზე მოსწავლეს მოეთხოვება მარტივი პრაგმატული ტექსტების სტრუქტურაზე დაკვირვება, რათა ამის საფუძველზე შეძლოს მათში ორიენტირება ინფორმაციის მოპოვების მიზნით.