სინონიმთა და ანტონიმთა წრე. (EN)
რესურსები
ეს აქტივობა საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
აქტივობის აღწერა
მოსწავლეები სხდებიან წრეში. ერთი მოსწავლე ამბობს სიტყვას, მეორე - მის სინონიმს, ასე გრძელდება მანამ, სანამ არ ამოიწურება ვარიანტები. ის, ვინც ვერ მოიფიქრებს სინონიმს, ამბობს დასახელებული სიტყვის ანტონიმს, შემდეგი მოსწავლე ასახელებს ანტონიმის სინონიმს და ასე გრძელდება მანამ, სანამ სიტყვათა მარაგი არ გამოელევათ. თამაში განახლდება იმ ადგილიდან, სადაც მოსწავლე ამბობს ახალ ლექსიკურ ერთეულს.
შეფასება
შეფასდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი და ლექსიკური მარაგი.
მეთოდური მითითება
მეხუთე ან მეექვსე კლასში შეიძლება ამ აქტივობის მოდიფიცირება წრეში ფრაზეოლოგიზმებისა და მათი განმარტებების შემოტანით. მაგალითად, ერთი ამბობს ფრაზეოლოგიზმს, მეორე - მის განმარტებას, შემდეგ ის, ვინც სწორად განმარტა ფრაზეოლოგიზმი, ამბობს სხვა ხატოვან გამოთქმას და ა.შ.