სინოფსისი (EN)

WordSection1">

აქტივობის შესახებ

სინოფსისი არის მოკლე, უაღრესად კონკრეტული, ლაკონიური და საქმიანი თხრობა. აქტივობა გამოიყენება წერის წინა ეტაპზე. სინოფსისში მითითებული უნდა იყოს, რა ტიპის ტექსტის შექმნას გეგმავს მოსწავლე (მოთხრობა, ზღაპარი, ლექსი, ინტერვიუ, საინფორმაციო ტექსტი, განცხადება) და როგორ წარმოუდგენია მას დაგეგმილი სამუშაოს შესრულება.

აქტივობა გამოიყენება წერის სხვადასხვა სტრატეგიის ასათვისებლად.

 

აქტივობის  მიზნები

მიზნის ადეკვატური ლექსიკის, ენობრივ-გრამატიკული ნორმებისა და გრამატიკული ელემენტების მართებულად გამოყენების უნარის განვითარება;

ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.


რესურსები

დაფა, ცარცი/მარკერი, რვეული, კალამი, ტექსტი.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ წერითი ნამუშევრის დაწერამდე რამდენიმე კითხვას გასცენ პასუხი და ამის საშუალებით გაიაზრონ, დაგეგმონ მომავალი წერითი სამუშაო. დავალების სპეციფიკისა და მიზნის გათვალისწინებით, მასწავლებელი შეადგენს კითხვებს და დაფაზე ჩამოწერს მათ.

კითხვებზე პასუხი

კითხვებზე პასუხი 2

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.


შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა;
  • ფორმატის ადეკვატური ენობრივი მასალის შერჩევა და გამოყენება;
  • ციტირება;
  • ნაწერის ორგანიზება.