საუბარი გარემოს მნიშვნელობაზე (EN)

ტიპური აქტივობები

 

1. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანისთვის, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი. მოსწავლეები ემზადებიან აქციისთვის – მოიფიქრებენ აქციის სახელწოდებას, დაგეგმავენ შესასრულებელ სამუშაოს, გაინაწილებენ ფუნქციებს.

  

კავშირი სხვა  საგნებთან

ბუნ.V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.

  

1. აქტივობა I. “კოსტიუმები სპექტაკლისთვის

მოსწავლეებმა უნდა დახატონ კოსტიუმები, რომლებიც უნდა ეცვათ მათ მიერ სპექტაკლში განსახიერებულ პერსონაჟებს. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას – სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ კოსტიუმების ესკიზებს. ყოველი მოსწავლე დახატავს საკუთარ თავს და მოიფიქრებს საკუთარი როლის შესაბამის კოსტიუმს.

 

რესურსები

I. სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.

ვიზუალური მასალა: პეტრე ოცხელის, სოლიკო ვირსალაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის კოსტიუმების ესკიზები. http://burusi.word-press.com/art/