როგორია პერსონაჟი? (EN)
რესურსი
დახასიათების სქემები.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს ტექსტს და სთხოვს გაიხსენონ პერსონაჟის ხასიათთან, ქმედებებთან დაკავშირებული ადგილები ტექსტიდან და განსაზღვრონ, მისი რა თვისებები ვლინდება ამ მონაკვეთებში. მათ უნდა დაასახელონ სულ მცირე სამი ნიშანი, რომელთა მიხედვითაც უნდა დაახასიათონ კონკრეტული პერსონაჟი. ამისათვის ის მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა სქემას, რომელთა თითოეულ რგოლში განთავსდება მოსწავლეთა პასუხები. მაგალითად,
შეფასება
შეფასდება ტექსტში ასახული მოქმედებების, მოსმენილი ტექსტის ანალიზისა და შეფასების უნარი;
მეთოდური მითითება
ეს სამუშაო წინ უნდა უძღოდეს პერსონაჟის წერილობით დახასიათებას, ასე რომ, ის კომპლექსური აქტივობის (კითხვა-ზეპირმეტყველება-წერა) ერთი შემადგენელი ნაწილია.