პრეზენტაცია: “გამოყენებითი ხელოვნება” (EN)

ტიპური აქტივობა

2. პრეზენტაცია: “გამოყენებითი ხელოვნება”

წლის მანძილზე მოეწყოს მოსწავლეების მიერ სხვადასხვა მასალით და ტექნიკით შესრულებული ნაკეთობების სასკოლო გამოფენა, სადაც ყოველი მოსწავლე წარადგენს საკუთარ ნამუშევრებს. მოსწავლეებმა უნდა ისაუბრონ იმ მასალებსა და ტექნიკებზე, რომლებიც გამოიყენეს ნამუშევრების შექმნისას. (იხ. თავი IV “თექის მძივები”).

 

შენიშვნა

2. ამ გამოფენას შესაძლოა მიეცეს საქველმოქმედო დატვირთვა მაგ. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სასარგებლოდ. მოსწავლეებს შეუძლიათ თანატოლების გამოფენაზე დაპატიჟება, სადაც მათთან ერთად დახატავენ ან დაამზადებენ რაიმე ნაკეთობას (მაგ. თიხის მძივებს).