პეიზაჟი მეხსიერებით (EN)

ტიპური აქტივობები

1. აქტივობა I. "პეიზაჟი მეხსიერებით" 

მოსწავლეები ხატავენ ზაფხულის არდადეგების დროს ან ექსკურსიებზე ნანახ პეიზაჟს. მოსწავლეებმა უნდა დააწერონ უკან, რა ქვია მათ მიერ დახატულ ადგილს – სოფლის, ძეგლის, მდინარის და სხვ. სახელი.

 

რესურსები

1.I. სახატავი ფურცელი, გუაში/აკვარელი, პასტელი.

  

კავშირი სხვა საგნებთან

1.I.   ბუნ.III.-8 მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათებაა

  

 

1. აქტივობა II. "ხედი ჩემი ფანჯრიდან" 

ეს აქტივობა ტარდება რამდენჯერმე – ერთი და იგივე ხედი უნდა დაიხატოს საღებავებით წელიწადის ოთხივე სეზონზე.

კავშირი – ..III.1 – 1, 3, 4.

  

რესურსები

1.II. ვიზუალური მასალა: კამილ პისაროს პეიზაჟები.

 

შენიშვნა

1. ნახატში ყურადღება ექცევა სეზონს და სეზონის შესაფერის ატრიბუტიკას.