ნეტბუკის მოხმარების წესებისა და შესაძლებლობების გაცნობა

აქტივობის აღწერა  

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ბუკს. ასწავლის მის გახსნასა და დახურვას. მოსწავლეები გაიმეორებენ მოქმედებებს.

შემდეგ მასწავლებელი ასწავლის კომპიუტერის ჩართვას Power ღილაკით და გათიშვას ოპერაციული სისტემის Shut Down ბრძანების გამოყენებით. ჩართვა-გამორთვის სწავლებისას, სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება გაამახვილებინოს Power ღილაკზე გამოსახულ სიმბოლოზე ჩართვის ღილაკი და აუხსნას, რომ ეს ნიშანი ჩართვა-გამორთვის სიმბოლოა. მოსწავლეები გაიმეორებენ მოქმედებებს.

მასწავლებელი უხსნის, რომ ბუკების მუშაობისთვის საჭიროა მათი ელექტროენერგიით დატენვა (აჩვენებს, როგორ ერთდება დენის წყაროში).

მასწავლებელი აჩვენებს ბუკის შესაძლებლობებს:

  • უხსნის, რომ ბუკებს სურათების გადაღება შეუძლია. ერთ-ერთ ბუკთან ვებ-კამერით იღებს ფოტოსურათს და აჩვენებს კლასს. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თაჩ-პედს. სთხოვს, თაჩ-პედის დაფაზე თითის მოძრაობით ისარი მიიყვანონ ეკრანზე ვებ-კამერის ნახატთან და თაჩ-პედის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დააწკაპუნონ. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა გადაიღონ სურათი. ბავშვები იღებენ სურათებს.
  • უხსნის, რომ ბუკებზე შეიძლება ნახონ მულტფილმები და სადემონსტრაციოდ რომელიმე ბუკზე რთავს რაიმე მულტფილმს.
  • უხსნის, რომ ბუკებით შეიძლება მოვუსმინოთ სიმღერებს, ასმენინებს რაიმე მუსიკას.
 

რესურსები  

  • რაიმე საინტერესო საბავშვო ვიდეოს ფრაგმენტი
  • რაიმე საბავშვო მუსიკა
  • 4 ფაილი (ტექსტური, ვიდეო, ხმოვანი, გრაფიკული - რომელიც ჩაწერილი იქნება ყველა მოსწავლის ბუკში)
  • არსებობის შემთხვევაში უმჯობესია პროექტორის გამოყენება.

 

რეკომენდაციები მასწავლებლებს  

  • სასურველია, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს კომპიუტერის დენის წყაროში ჩართვის უსაფრთხოების წესებს: არ ჩართონ სველი ხელებით, არ მოქაჩონ ჩამრთველი სადენი დენის წყაროდან გათიშვის მიზნით
  • მასწავლებელმა ვებ-კამერის პროგრამის გამშვები პიქტოგრამა მოსწავლეებს წინასწარ უნდა გამოუტანოს სამუშაო მაგიდაზე.

 

რეკომენდაციები მშობლებს  

  • ბუკის სახლში გამოყენებისათვის საჭიროა მისი დატენვა ელექტროენერგიის წყაროდან, რაშიც აუცილებელია მშობლის დახმარება
  • აუცილებელია, მშობელი გაეცნოს ბუკის მოხმარების უსაფრთხოების წესებს.