List of necessary words

აქტივობის შესახებ

აქტივობა ”საჭირო სიტყვების ნუსხა” ძალზე უწყობს ხელს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებას - იგი ერთგვარ ლექსიკურ ბაზას (სინონიმების, ანტონიმების, ადეკვატური ზმნების, ზედსართავი სახელებისა და სხვ.) უქმნის მოსწავლეებს წერითი დავალების შესასრულებლად. ამდენად, სასურველია, რომ მის გამოყენებას სისტემატური სახე ჰქონდეს. აქტივობა ტარდება წერის წინა ეტაპზე.

 

აქტივობის მიზნები

  • მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • დასახული მიზნის ადეკვატური ინფორმაციის შერჩევისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • სასიცოცხლო (თანამშრომლობის) უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

 

წყვილური.

 

რესურსები

კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი კლასს დაყოფს წყვილებად. წყვილებად დაყოფილი მოსწავლეები, დავალების შინაარსიდან გამომდინარე, ადგენენ დავალების შესასრულებლად საჭირო სიტყვათა ნუსხას (ჩამოწერენ სიის სახით, გაუკეთებენ ნუმერაციას). ამ ნუსხის ძირითად ნაწილს მოსწავლეები დავალების დაწერისას გამოიყენებენ (მასწავლებელმა არ უნდა მოსთხოვოს მოსწავლეებს ნუსხაში წარმოდგენილი ყველა სიტყვის გამოყენება).

 

ნიმუში

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პეიზაჟის რეპროდუქციას. მოსწავლეებმა უნდა აღწერონ ნახატი და შეადგინონ საჭირო სიტყვების ნუსხა თავიანთი ემოციების და შთაბეჭდილებების წერილობით გადმოსაცემად.

 საჭირო სიტყვების ნუსხა

აქტივობის ხანგრძლივობა: 10-12 წუთი.

 

შეფასება

 აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლს

  • დასახული მიზნის ადეკვატური ინფორმაციის შერჩევა და ორგანიზება;
  • სახელებისა და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების ადეკვატურად შერჩევა;
  • სინონიმებისა და ანტონიმების გამოყენება;
  • თანამშრომლობა.