ლექსიკური რუკა. (EN)

WordSection1">

რესურსი

ლექსიკური რუკა.

აქტივობის აღწერა

ლექსიკური რუკის გამოყენება ეფექტურია მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შესავსებად ან მის გასააქტიურებლად. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, აირჩიონ  უცნობი სიტყვებიდან ერთ-ერთი. მათი მონაწილეობით დგინდება, რომელ ლექსიკონში შეიძლება ამ სიტყვის განმარტების პოვნა. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები განსაზღვრავენ ლექსიკონის სახეობას, მასწავლებელი აძლევს მათ შესაბამის ლექსიკონს და სთხოვს, მონახონ  მისი განმარტება (სასურველია, საკლასო ბიბლიოთეკაში არსებობდეს ასეთი ლექსიკონები. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ მასწავლებელი თავად მიაწვდის მოსწავლეებს სიტყვის განმარტებას). შემდეგ სთხოვს, დაასახელონ ამ სიტყვის სინონიმი.

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები იხსენებენ ყველაზე გავრცელებულ სიტყვათშეთანხმებას/სიტყვათშეთანხმებებს. თუ ამას ვერ  მოახერხებენ, ისევ მასწავლებელი ეხმარება.  შემდგომი საფეხური სიტყვის ანტონიმის დასახელებაა, რის შემდეგაც ისინი ტექსტში  კითხულობენ ფრაზას, რომელშიც ეს სიტყვაა გამოყენებული, ხოლო ბოლოს თვითონ ქმნიან წინადადებას ამ სიტყვის გამოყენებით. მათი პასუხების საფუძველზე შეიძლება შე- ივსოს ქვემოთ მოცემული ლექსიკური რუკა:

სქემა

 

 

შეფასება

შეფასდება ლექსიკური მარაგი და მისი გამოყენების უნარი, ინფორმაციის ორგანიზების უნარი.


მეთოდური მითითება

ამგვარი ლექსიკური სამუშაოს ჩატარება შესაძლებელია როგორც ტექსტის წაკითხვამდე, ისე მისი წაკითხვის შემდგომ. ეს კომბინირებული აქტივობაა, რომელიც ერთდროულად ხელს უწყობს როგორც ზეპირმეტყველების, ისე კითხვისა და,  ნაწილობრივ, წერის უნარის განვითარებას (იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები ლექსიკურ რუკას თავად ავსებენ).