ლანდშაფტი ზოოპარკისთვის (EN)

ტიპური აქტივობა

3.I. აქტივობა "ლანდშაფტი ზოოპარკისთვის"

გუნდური სამუშაო დიდი ზომის მუყაოზე ფანქრით მოინიშნება “გალიების”, გზების ადგილი. დასაწებებელი მასალის მიხედვით, მონიშნულ ადგილებს წაუსვამენ წებოს და დააწებებენ ზოგან ხავსს, ზოგან ქვიშას, ზოგან კენჭებს. ასევე  წებოთი ან პლასტილინით დაამაგრებენ “ხეებს” - პატარა ტოტებს, რომლებსაც საკუთარი ფანტაზიით გააფორმებენ. გალიები შეიძლება გაკეთდეს ასანთის ღერების ან პატარა ტოტებისგან.

“გალიების” გაკეთება არ არის სავალდებულო, ეს ადგილი სიმბოლურად ისე უნდა იყოს შემოფარგლული, რომ არ დაიფაროს ცხოველი, რომელსაც შიგ ჩასვამენ. (იხ. აქტივობა: ს.გ.III.2. “ზოოპარკი”) 

კავშირი: შედეგი ..III.2 ­ ..III.6.

 

რესურსები

3.I. დიდი ზომის მუყაო, წებო, პლასტილინი, ქვიშა, კენჭები, ხავსი, პატარა ტოტები... ცხოველები, რომლებიც წინასწარ დაამზადეს.

 

კავშირი სხვა საგნებთან

3.I.  ბუნ.III.1. მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.

  

შენიშვნა

3.I. მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელი რომ არ შეუშალონ მუშაობაში, სასურველია, კლასი დაიყოს პატარა ჯგუფებად და ყოველმა ჯგუფმა გააკეთოს ზოოპარკის ლანდშაფტის რომელიმე ნაწილი. საბოლოოდ ყველა ნაწილი გაერთიანდება.

ეს აქტივობა შეიძლება განაწილდეს ორ ან მეტ გაკვეთილზე.