კვლევითი პროექტი: სოციოლოგიური გამოკითხვა. (EN)

WordSection1">

აქტივობის შესახებ

აქტივობა კომპლექსური სახისაა - იგი ფარავს წერისა და ზეპირმეტყველების მიმართულებებს. იგი ემსახურება ინფორმაციის მოძიების, დახარისხება/ორგანიზების, აგრეთვე საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

აქტივობის მიზნები

  • მიზნობრივი ტექსტის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ინფორმაციის  გაანალიზების,  დახარისხებისა  და ორგანიზების  უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამშრომლობის უნარის განვითარება;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
WordSection2" style="text-align: justify;">

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური (აქტივობის მეორე, მესამე, მეოთხე ეტაპები), ჯგუფური (აქტივობის პირველი, მეხუთე და მეექვსე ეტაპები).

 

რესურსები

კითხვარის  ფურცლები; კალამი, ქაღალდი/კომპიუტერი.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებს დაევალებათ კვლევითი პროექტის განხორციელება - მათ უნდა ჩაატარონ სოციოლოგიური გამოკვლევა მათთვის საინტერესო ამა თუ იმ თემაზე (სავარაუდო თემები: ”ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა”, ”ქართული სიმღერების რეიტინგი: ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სამი ქართული სიმღერა”, ”ყველაზე გემრიელი ქართული კერძი’”, სხვ.). აქტივობის ჩასატარებლად მასწავლებელი კლასს დაყოფს ორ-სამ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა უნდა იმუშაოს ერთ რომელიმე თემაზე. ჯგუფებს მიენიჭებათ სახელწოდებები: ”პირველი კვლევითი ჯგუფი”, ”მეორე კვლევითი ჯგუფი” და ა.შ. პროექტზე სამუშაოდ  ჯგუფებს მიეცემათ ორი კვირა.

თემების შერჩევის შემდეგ მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებსს, რომ პროექტის შესრულება გულისხმობს თანამიმდევრული ქმედებების განხორციელებას. ეს ქმედებები მასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს ნაბიჯების/ეტაპების სახით. პირველ-მეხუთე-მეექვსე ეტაპებზე მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, მეორე-მესამე-მეოთხე ეტაპებზე - ინდივიდუალურად.

ნაბიჯი 1. კითხვარის მომზადება (მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, მასწავლებლის თანამონაწილეობით);

ნაბიჯი 2. გამოკითხვის ჩატარება მომზადებული კითხვარის საფუძველზე (მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად);

ნაბიჯი 3. გამოკითხვის შედეგების გაანალიზება და შეჯამება (მოსწავლები მუშაობენ ინდივიდუალურად);

ნაბიჯი 4. გამოკითხვის შედეგების გაანალიზება/შეჯამების საფუძველზე დასკვნითი ტექსტის დაწერა მოდელის მიხედვით (მოსწავლები მუშაობენ ინდივიდუალურად);

ნაბიჯი 5. ერთობლივი დასკვნითი ტექსტის დაწერა ჯგუფის წევრების მიერ მომზადებული ინდივიდუალური დასკვნითი ტექსტების საფუძველზე (მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად).

ნაბიჯი 6. კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია.

პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით, მასწავლებელმა უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს კითხვარის მომზადების პროცესში ან კითხვარის მზა მოდელი შესთავაზოს მოსწავლეებს. თითოეულმა მოსწავლემ კარგად უნდა აითვისოს კითხვარის შევსების წესები - ისინი მზად  უნდა იყვნენ, რომ კითხვარის შევსებამდე, სათანადო ინსტრუქცია მისცენ გამოსაკითხ პირებს. მიზანშეწონილია, რომ დასკვნითი ტექსტის დასაწერად მოსწავლებს ხელთ ჰქონდეთ აგრეთვე მასწავლებლის მიერ მომზადებული მოდელი/ნიმუში.

მასწავლებელი შესთავაზებს კვლევითი ჯგუფის წევრებს,  აწარმოონ  დაკვირვება კვლევითი სამუშაოს მიმდინარეობაზე (როგორც ნამდვილ მკვლევრებს შეჰფერით). ამ მიზნით მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ე.წ. თვითშეფასების ბარათები, რომლებსაც მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს. თვითშეფასების ბარათების შევსებაზე მუშაობა უნდა მიდიოდეს ეტაპობრივად, პროექტის თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ მოსწავლე ავსებს ამ ბარათს. სულ ამ პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლემ უნდა შეავსოს, სულ მცირე, ორი ბარათი: 1. ინდივიდუალური გამოკითხვების დასრულების შემდეგ; 2. ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გამოკითხვას ჯგუფების წევრები ატარებენ ინდივიდუალურად. ამისთვის ისინი მოამზადებენ კითხვარის 10 ასლს (შეასრულებენ ხელით ან დაამზადებენ ქსეროასლებს). გამოკითხვას მოსწავლეები ჩაატარებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანებში (თანაკლასელებში, ოჯახის წევრებში, მეზობლებში). თითოეულმა მოსწავლემ უნდა გამოკითხოს 10 ადამიანი მაინც (აღრიცხვის გაადვილების მიზნით, სასურველია, გამოიკითხოს 5 მამაკაცი, 5 ქალი). ინდივიდუალური კითხვარების შევსების შემდეგ მოსწავლეები გაანალიზებენ გამოკითხვის შედეგებს, დააჯგუფებენ და დაახარისხებენ მიღებულ  ინფორმაციას;  დაწერენ დასკვნით ტექსტს ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე (მოდელის მიხედვით).

კვლევითი ჯგუფის წევრები ერთმანეთს გააცნობენ ინდივიდუალურად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებსა და მიღებულ დასკვნებს. ამ შეხვედრის დროს მოსწავლეები ზეპირად მსჯელობენ თავიანთი გამოკითხვის შედეგებზე, ერთმანეთს უზიარებენ, როგორ ჩა- იარა გამოკითხვის პროცესმა, შეხვდნენ თუ არა სიძნელეებს მუშაობის დროს და როგორ დაძლიეს ისინი.

ამის შემდეგ ჯგუფის წევრები მოამზადებენ ერთობლივ, საბოლოო დასკვნას (მოდელის მიხედვით), რომელშიც გაერთიანდება ჯგუფის წევრების მიერ ჩატარებული ინდივიდუალური სამუშაოს შედეგები.

მოსწავლეები მოემზადებიან პრეზენტაციისათვის, რომელზედაც წარმოადგენენ თავიანთი კვლევითი მუშაობის შედეგებს (ჯგუფის წევრები თავად გადაწყვეტენ, რამდენმა მოსწავლემ და/ან ვინ უნდა წარადგინოს ჯგუფის ერთობლივი ნაშრომი). მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ პრეზენტაციის დროს ჯგუფის ყველა წევრი იყოს ჩართული - ამ მიზნით იგი უსვამს შეკითხვებს კვლევითი ჯგუფის წევრებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიდიოდა პროექტზე მუშაობის პროცესი, რა სირთულეებს წააწყდნენ მუშაობისას, ყველაზე მეტად ვინ დაამახსოვრდათ გამოკითხულთაგან და რატომ, მისთ.

პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეები ეტაპობრივად ავსებენ ”თვითშეფასების ბარათებს”, რომლებიც 

თვითშეფასების ანკეტა 1-3

 

თვითშეფასების ანკეტა

ნიმუში. დასნითი ტექტი (ინდივიდუალური სამუშაოსთვის)

დასკვნითი ტექსტი - ნიმუში

 

ნიმუში. დასნითი ტექტი (ჯგუფური სამუშაოსთვის)

დასკნითი ტექსტი - ჯგუფური


ნიმუში. გამოკითხვის შედეგები კრიტერიმების მიხედვით (ჯგუფური სამუშაოსთვის)

1-3 კრიტერიუმი


კრიტერიმი 4. ანკეტის შევსების თარიღი.

რამდენადაც ერთ ცალკეულ თემაზე ჩატარებულ გამოკითხვას ერთჯერადი ხასიათი აქვს,  კითხვარის მეოთხე პარამეტრი (თარიღი) ამ შემთხვევაში  გასათვალისწინებელი არ არის.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება, შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • დასახული მიზნის შესაბამისად ინფორმაციის შეკრება, დახარისხება და გაანალიზება;
  • მოდელის მიხედვით  საინფორმაციო ტექსტის დაწერა;
  • თვითშეფასება;
  • ნამუშევრის წარდგენა/პრეზენტაცია.

 

მეთოდური მითითებები

  • აუცილებელია,  რომ მოსწავლეებმა  იმუშაონ იმ თემებზე,  რომლებიც  მათთვის საინტერესო იქნება. ამდენად ისინი, შეძლებისდაგვარად, თავისუფლები უნდა იყვნენ თემის  შერჩევის დროს.
  • თუკი აქტივობის ჩატარების დროს მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ შესწავლილი პროცენტები, მათ შეუძლიათ მონაცემები წარმოადგინონ წილადების სახით (მაგ., გამოკითხულთა ერთი მესამედი, ერთი მეოთხედი, მისთ.).


კავშირი სხვა საგნებთან

მონაცემების დახარისხებისა და გაანალიზების დროს მოსწავლეები იყენებენ მათემატიკაში მიღებულ ცოდნას (პროცენტები, წილადები). ზოგადად, აქტივობა ემსახურება ინფორმაციის შეკრების, დახარისხებისა და გაანალიზების უნარ-ჩვევების გამომუშავევბას, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარებას, რომლებიც თანაბრად საჭიროა ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო თუ ზუსტი მეცნიერებების შესწავლის დროს.

 

კვლევითი პროექტის შეფასების სქემები

განმავითარებელი შეფასება:  თვითშეფასების ბარათი

თვითშეფასების ბარათი

თვითშეფასების ბარათი 1თვითშეფასების ბარათი 3

 

განსაზღრელი შეფასების რუბრიკები

პროეტში მონაწილე ჯგუფების თითოეული წევრი წერს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს/რეზიუმეს და მსჯელობს ჩატარებული სამუშაოს შესახებ  (ზეპირი გამოსვლის სახით).

 ფასდება:

  •  მოსწავლის მიერ გაწეული შრომა/ძალისხმევა;
  • მიღებული პროდუქტი და წერილობითი ანგარიში;
  • ზეპირი გამოსვლა.

   

შემაჯამებელი განსაზღრელი შეფასების სქემა

განმსაზღვრელი შეფასება