ხელოვნების დარგები და ელემენტები (EN)

ტიპური აქტივობა

1. აქტივობა "ხელოვნების დარგები და ელემენტები" 

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს და ჩქარ-ჩქარა ცვლის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ამსახველ სურათებს (ფოტოები, რეპროდუქციები და ღია ბარათები, რომლებზეც გამოსახულია არქიტექტურული ძეგლები, ქანდაკებები ან ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები, დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები). მოსწავლეებმა ერთხმად უნდა დაასახელონ, რას ხედავენ (ასახელებენ დარგებს, ჟანრებს და ყოველი კონკრეტული დარგისთვის დამახასიათებელ ელემენტს მაგ. ფერწერა – ფერი, ქანდაკება – ფორმა, გრაფიკა – ხაზი, არქიტექტურა - ფორმა). შეიძლება კლასი გაიყოს ორ ჯგუფად და ამ აქტივობას მიეცეს ვიქტორინის სახე, სადაც მოგება განისაზღვრება სწორი პასუხებით დაგროვილი ქულებით.

  

რესურსები

1. ფერწერული, გრაფიკული ნაწარმოებების, არქიტექტურის და ქანდაკების ამსახველი ბარათები, ფოტოები და რეპროდუქციები.

 

შენიშვნა

1. სასურველია, პროგრამაში მითითებული ვიზუალური მასალის გარდა, მასწავლებელმა სხვა მასალაც აჩვენოს მოსწავლეებს.