იპოვე და გაასწორე შეცდომა! (EN)

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ენობრივი საკითხების ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ერთ-ერთი კარგად აპრობირებული და ეფექტური საშუალებაა შეცდომების გასწორება. წარმოდგენილი აქტივობა სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გასწორების და შეცდომების გენერირების გზით გრამატიკული ცოდნის აქტივაციისა და გამოყენების საშუალებას აძლევს მოსწავლეებს.

 

აქტივობის მინები

 მოსწავლეები

  1. გამოიყენებენ სიტყვათა შორის სინტაქსური მიმართებების ცოდნას შეცდომების გასასწორებლად;
  2. გრამატიკული წესების ცოდნის გამოყენებით სპეციალურად დაუშვებენ შეცდომებს;
  3. იმუშავებენ  წყვილებში.

 

რესურსები

პროექტორი, ფურცლები, რვეულები, საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა

  1. მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ტექსტს, რომელშიც დაშვებულია რამდენიმე გრამატიკული შეცდომა, მაგალითად, დარღვეულია სახელებს შორის ბრუნვაში შეთანხმება, ზმნისა და სახელის შეთანხმება რიცხვში, წინადადებას აკლია მოქმედების გამომხატველი სიტყვა და ა.შ. მასწავლებელი წინასწარ ეუბნება მოსწავლეებს, რამდენი შეცდომაა დაშვებული ტექსტში და სთხოვს, იპოვონ და გაასწორონ ისინი. მოსწავლეები ყურადღებით კითხულობენ ტექსტს და ასწორებენ შეცდომებს. ამ დავალების შესრულება შესაძლებელია ზეპირადაც და წერილობითაც.
  2. შემდეგ მასწავლებელი ყოფს მოსწავლეებს წყვილებად და აძლევს მათ დავალებას, თავად მოიფიქრონ და ფურცელზე დაწერონ 2-3  წინადადება, რომელშიც დაშვებული იქნება შეცდომები. მეწყვილეები ცვლიან ბარათებს და ასწორებენ ერთმანეთის  შეცდომებს,  შემდეგ  კი აცნობენ შედეგებს თანაკლასელებსა  და მასწავლებელს.

 

შეფასება

ამ აქტივობით ფასდება,

  • იცის თუ არა მოსწავლემ სიტყვათა შორის ძირითადი სინატაქსური მიმართებები;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს გრამატიკული ცოდნის გამოყენება კონკრეტული ენობრივი ამოცანების გადასაწყვეტად.

 

მეთოდური მითითება

ამგვარი აქტივობების გამოყენება  თავისუფლად არის შესაძლებელი დაბალ კლასებშიც (III კლასიდან).