I tell a story with drawings

რესურსები

კომიქსების 4-5 კომპლექტი.

 

აქტივობის აღწერა

კლასი იყოფა 3-4-კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება კომიქსების კომპლექტი (თითო კომპლექტი შედგება არაუმეტეს 4 ნახატისგან). მოსწავლეები აწყობენ სურათებს თანამიმდევრობით და ზეპირად თხზავენ ამ სურათების შესაბამის ამბავს.

 

შეფასება

შეფასდება წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითობა, თხრობის უნარი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მკაფიო მეტყველება, ლოგიკური თანამიმდევრულობა თხრობისას, ადეკვატური ლექსიკის გამოყენება, ენობრივი გამართულობა.

 

მეთოდური მითითება

ამ ეტაპზე ნახატები არ უნდა იყოს მრავალდეტალიანი. მოსწავლეებმა შედარებით ადვილად უნდა შეძლონ სიუჟეტის ამოცნობა. თუ არის ამის საჭიროება, მასწავლებელმა, შესაძლებელია, წინასწარ მიაწოდოს მოსწავლეებს საჭირო ლექსიკური ერთეულები.